როცა კი თავის ძლიერი ტკივილი დამეწყება ამ მეთოდით ვიყუჩებ სულ რაღაც 30 წამში! სცადე და ამაში თავად დარწმუნდები..
აკუპრესურა არის სხეულის გარკვეულ წერტილებსა და ადგილებზე დაჭერით ტკივილის შემცირების ხელოვნება. მკურნალობის დროს ხდება ფიზიკური ზეწოლა აკუპუნქტურულ წერტილებზე, რათა გაიწმინდოს ბლოკირებები აღნიშნულ მერიდიანებში.
მკურნალობისას გამოყენებული აკუპუნქტურული წერტილები შეიძლება იყოს ან არ იყოს განლაგებული სხეულის იმავე ნაწილზე, სადაც არის სამიზნე სიმპტომი. აკუპრესურა არის სამკურნალო და თვითგანკურნების უძველესი ჩინური მეთოდი, რომელიც საჭიროებს არა მედიკამენტებს, არამედ ტექნიკას, ცოდნას და თითებს.
აკუპრესურა თავის ტკივილისთვის
თუ გსურთ სცადოთ მარტივი აკუპრესურული მეთოდი თავის ტკივილისა და სტრესისთვის, იპოვეთ წერტილი თქვენს მკლავზე და მოიშორეთ პრობლემა 30 წამში.
ჰოკუ წერტილი არის ადგილი ხელზე საჩვენებელი თითის ძვლებსა და ცერა თითს შორის. ეს არის აკუპრესურული ადგილი, რომელიც დაკავშირებულია სხეულის ზედა ნაწილის რელაქსაციასთან და აღნიშნულ ადგილზე დაჭერით ასტიმულირებს ნერვებს.
აკუპრესურის პროცედურა :
დააჭირეთ ჰოკუს წერტილს საჩვენებელი თითით და მეორე მხრიდან ცერით.
გააჩერეთ თითი დაახლოებით 30 წამის განმავლობაში. ან სანამ არ იგრძნობთ კუნთების მოდუნებას.
გაიმეორეთ პროცედურა, როდესაც იგრძნობთ დაძაბულობას ან თავის ტკივილს, რომელიც გამოწვეულია სტრესით და დაღლილობით.
თავის მასაჟის წერტილები
ამ ანტისტრესული წერტილის დაჭერა ამცირებს სტრესს, ზრდის ენერგიას და აძლიერებს იმუნიტეტს და ხსნის ტკივილს. ეს წერტილი მდებარეობს ყურის შიდა ზედა ნაწილზე და მსუბუქი შეხებით აქტიურდება.
აი როგორ უნდა გააკეთოთ:
ყურის ჩხირით დააჭირეთ ყურის წერტილს და ნაზად შეიზილეთ.
ისუნთქეთ ნელა და ღრმად და მოუსმინეთ თქვენს ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას.
ჩასუნთქვისას გაიხედეთ მარცხნივ, ამოსუნთქვისას კი მარჯვნივ, მაგრამ თავის მობრუნების გარეშე.
თანდათან იგრძნობთ თქვენი სხეულის მოდუნებას და სტრესის სიმპტომების შემცირებას.
რჩევები :
ასევე შეგიძლიათ ყურებზე არსებული წერტილის მასაჟი თითის წვერებით.
შეიზილეთ წერტილი ყოველ ჯერზე, როცა დიდ სტრესს განიცდით.
შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს პროცედურა ყოველდღე ძილის წინ.
ასე რომ, თუ ძლიერი თავის ტკივილი გაქვთ, დაიკავეთ კომფორტული პოზიცია, დაისვენეთ და დაიწყეთ მასაჟი.
წერტილი მდებარეობს წარბებს შორის. შეიზილეთ მაშინაც კი, თუ დაღლილი, ცუდ ხასიათზე, სტრესის ქვეშ და ენერგიის გარეშე ხართ.