შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობახალხური მედიცინა ბუასილის სამკურნალოდ გვაძლევს შემდეგ რჩევებს..

ხალხური მედიცინა ბუასილის სამკურნალოდ გვაძლევს შემდეგ რჩევებს..

ხალხური მედიცინა ბუასილის სამკურნალოდ გვაძლევს შემდეგ რჩევებს..

ყველა ჩემი ახლობელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს მე მომმართავს ხოლმე თხოვნით, ვასწავლო საჭირო რეცეპტი, რადგან იციან, უამრავი რეცეპტი მაქვს შენახული.

ახლა კი ბუასილის სამკურნალო რეცეპტი მინდა გასწავლოთ!

რეცეპტი: აიღეთ თანაბარი რაოდენობის ჭინჭრის ფოთოლი და ხეჭრელის ქერქი . 2 ს/კ ნარევს დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი და ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ შეფუთეთ, 30 წუთით დააყენეთ და გაწურეთ.

მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 4-ჯერ ძლიერი ტკივილის დროს. ეს ნაყენი აჩერებს სისხლდენას უკანა ტანიდან, აცხრობს ტკივილს და აწესრიგებს კუჭის მოქმედებას. თუ ვინმეს გამოადგება ჩემი რეცეპტი, მოხარული ვიქნები".

ექიმის კომენტარი: ჰემოროის (ბუასილის)მკურნალობისას უმთავრესი მომენტებია ყაბზობის მოხსნა და სწორი ნაწლავიდან სისხლდენის შეწყვეტა. რეცეპტში შემავალი ორი კომპონენტი სწორედ ამას ემსახურება. ჭინჭარში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები ორგანიზმში მოხვედრისას აწესრიგებენ ნივთიერებათა ცვლას და ასტიმულირებენ ერითროპოეზს. ჭინჭრის პრეპარატებს აქვთ სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედება, რაც მცენარის ფოთლებში K ვიტამინის შემცველობას უკავშირდება.

ეს ვიტამინი ასტიმულირებს ღვიძლში სისხლის შემადედებელი ფაქტორის პროთრომბინის გამომუშავებას. გარდა ამისა, ჭინჭრის პრეპარატებს აქვთ ნაღველმდენი, ანტიანთებითი თვისებები, აგრეთვე ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას. მცენარეში შემავალი ქლოროფილი კი აუმჯობესებს კუნთოვან ტონუსს, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სუნთქვის ცენტრის მუშაობას, ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას.

რჩევა!: ჭინჭრის პრეპარატებისგან თავის შეკავებას ვურჩევთ მათ, ვისაც მომატებული აქვს პროთრომბინის მაჩვენებელი. ხეჭრელი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას და შეკრულობის დროს საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა.

წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!