ნახეთ რამდენად სწრაფად და მარტივად შეიძლება გაიწმინდოს ორგანიზმი - სუპერ ეფექტური რეცეპტები..!
წლების განმავლობაში ვსწავლობდი მკურნალობის ხალხურ მეთოდებს. მინდა, თქვენს მკითხველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. არასწორი კვების გამო და უბრალოდ ასაკთან ერთად ორგანიზმში გროვდება რამდენიმე კილოგრამამდე მავნე ნივთიერება, ამიტომ დროდადრო რეკომენდებულია ჩავიტაროთ ორგანიზმის გასაწმენდი პროცედურები.
გაწმენდა, წესისამებრ, ხდება შემდეგი თანამიმდევრობით:
- ნაწლავები;
- ღვიძლი;
- თირკმელები;
- ორგანიზმის სითხეები.
ბუნებრივია, ყველა ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს სპეციალურ კლინიკაში, მაგრამ არსებობს ორგანიზმის შინაურ პირობებში გაწმენდის რამდენიმე მეთოდიც. გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს:
ნაწლავების გაწმენდა: 60-90 წუთის განმავლობაში დალიეთ დაახლოებით 10 ჭიქა მარილიანი წყალი (უმჯობესია ზღვის მარილი, მაგრამ შეიძლება ჩვეულებრივი სუფრისაც) თანაფარდობა დაახლოებით ასეთი უნდა იყოს:
1 ჩაის კოვზი მარილი 1 ლიტრ წყალზე-
ასეთი გაწმენდა სასურველია ჩატარდეს 1-2-დღიანი შესვენებებით 3-5-ჯერ. გაიმეორეთ
კურსი წელიწადში რამდენჯერმე.
ღვიძლის გაწმენდა: დილით, უზმოზე, მიიღეთ 200-250 მლ მინერალური წყალი (უგაზო, ოთახის ტემპერატურისა). შეიძლება დაამატოთ 5 გ მაგნიუმის სულფატი ან სორბიტი, რაც ხელს შეუწყობს ნაღვლის ბუშტის უფრო სწრაფ გათავისუფლებას.
15-20 წუთის შემდეგ კვლავ მიიღეთ ამავე რაოდენობის მინერალური წყალი და 1,5-2 საათით დაწექით. მარჯვენა ფერდქვეშ სათბურა დაიდეთ. თუ სორბიტი ან ინგლისური მარილი არ გაქვთ, შეიძლება გამოიყენოთ ნაღველმდენი ბალახების კონცენტრირებული ნახარში.
ღვიძლის გაწმენდამდე 3 დღით ადრე გადადით უპირატესად მცენარეულ საკვებზე, უფრო უკეთესი იქნება, თუ ვაშლის ან ჭარხლის წვენებზე გადახვალთ. პროცედურის ჩატარების დღეს ძალიან სასარგებლოა დალიოთ თბილი, თუნდაც ცხელი სითხეები.
მესამე დღეს წვენები დალიეთ მხოლოდ 19 საათამდე (ბიორითმოლოგიის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ამ დროისთვის ღვიძლი დუნდება), საღამოს კი ჩაწექით ლოგინში, დაიდეთ სათბური ღვიძლის მიდამოში და ყოველ 15 წუთში ერთხელ მიიღეთ 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (სულ 200 მლ) და მაშინვე დააყოლეთ 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.
თუ კარგი ზეთი არგაქვთ, შეიძლება გამოიყენოთ სორბიტი ან ინგლისური მარილი. ერთიც და მეორეც უნდა აიღოთ
1-2 სუფრის კოვზი, დაასხათ მინერალური წყალი და დალიოთ 2 ულუფად 15-20-წუთიანი ინტერვალით. სათბური მოიხსენით 2 საათის შემდეგ.
ამის შემდეგ უნდა მოხდეს წიდების
გამოსროლა: პირველად — პროცედურის დაწყებიდან 4-5 საათის შემდეგ, მეორედ — 7-8 საათის შემდეგ; მესამედ 9-10 საათის შემდეგ. მესამე დეფეკაციის შემდეგ გაიკეთეთ ოყნა. 12 საათის შემდეგ - ისევ ოყნა. ერთი კვირის განმავლობაში დაიცავით ვეგეტარიანული დიეტა.