საუკეთესო რეცეპტები და რჩევები ჯანსაღი და ქათქათა კბილებისთვის
დიდი ხანია, გატაცებული ვარ ხალხური მედიცინით. ბევრი სამკურნალო საშუალება
ვიცი და მათი უმეტესობა საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე მაქვს გამოცდილი.
მინდა, შემოგთავაზოთ საშუალება, რომელიც კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. კბილებსა და ღრძილებს მოვლა სჭირდება.
თუ მათ წესისამებრ მოვუვლით, შესაძლოა ხანდაზმულ ასაკშიც კი საკუთარი კბილებით ვიამაყოთ. მე და ჩემი ოჯახის წევრები ყოველ დილა-საღამოს ვიხეხავთ კბილებს (საგულდაგულოდ); პერიოდულად (კვირაში ერთხელ) დილაობით ზეთს ვიგუბებ ხოლმე პირში რამდენიმე წუთით;
გარდა ამისა კიდევ ორ საშუალებას ვხმარობ:
ვურევ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზ კოთხუჯის ნაყენს და 1 ჩაის კოვზ პროპოლისის ნაყენს (აფთიაქში იყიდება). ვიგუბებ პირში და დიდხანს ვიჩერებ.
შეგიძლიათ, დახაროთ თავი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, რათა უკეთ გამოირეცხოთ ღრძილები ყოველი მხრიდან.
ბამბაზე ვყრი გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით ვიწმენდ კბილებს. შეგიძლიათ,
საჩვენებელი თითი დაისველოთ, მარილში ჩაყოთ და ღრძილები დაიზილოთ.
პარალელურად კბილებიც გაიწმინდეთ.
ორივე საშუალება ძალიან ეფექტურია, მაგრამ უნდა გამოიყენოთ რეგულარულად, კვირაში 2-3-ჯერ. შეგიძლიათ, მონაცვლეობითაც ჩაიტაროთ ხან ერთი პროცედურა, ხან მეორე.
კბილების ტკვილის დროს ვიყენებ ამ რეცეპტებს:
კბილის ტკივილს სწრაფად აცხრობს გამხმარი მუხის ქერქის ნახარშის პირში ჩაგუბება. ღრძილების ტკივილის დროს ხომ პირდაპირ მისწრებაა. კარგი იქნება, თუ ცოტა ბერთოლეს მარილსაც შეურევთ.
ღრძილების ტკივილს ასევე უხდება მასაჟი მტკივანი ადგილის ზელა და სრესა. თუ პირში გამოივლებთ თბილ მარილწყალს, ტკივილი მალე დაცხრება. მტკივან, გამოხრულ კბილში ჩაიდეთ დინდგელის ბურთულა. შესაძლოა, ის კბილი აღარასოდეს აგტკივდეთ.
აქვე გაგიზიარებთ, რამდენიმე რჩევას კბილების მოვლაზე:
- კბილები ყოველი ჭამის შემდეგ უნდა გაიხეხოთ.
- დღის განმავლობაში სვით ბევრი წყალი.
ერიდეთ შავ ჩაისა და ყავას. - ჭამეთ რაც შეიძლება მეტი ვაშლი, სტაფილო და კიტრი.
კბილების მათეთრებელი რეცეპტი:
კბილებზე კარგად წავისვათ სუფრის მარილი და გამოვიხეხოთ. იმავე დანიშნულებით შეიძლება გამოვიყენოთ საჭმელი სოდა, რომელიც კბილებს მინერალური ნივთიერებებით გაამდიდრებს.
კიდევ ერთი მარტივი და ეფექტური საშუალებაა კბილების გამოხეხვა ასეთი ნარევით:
აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი ძმარი, ამდენივე სოდა და მწიკვი მარილი. წაისვით ეს ნარევი კბილებზე და 3-5 წუთის შემდეგ წყალი გამოივლეთ. ნარევი აშორებს კბილებიდან მუქლაქებს და ბაქტერიულნადებს.