ანთება ჩუმი მკვლელია! ეს წამალი ეფექტურად ებრძვის სახსრების ტკივილის და ანთებას !
სახსრების ანთება
ართრიტი სახსრების ანთებაა, რომელიც სახსრის 100-ზე მეტ სხვადასხვა პათოლოგიას აერთიანებს. მათ შორის ორი ყველაზე გავრცელებული ფორმაა - ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი.
ართრიტის სიმპტომები როგორც წესი ეტაპობრივად ვითარდება, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა მოულოდნელადაც გამოვლინდეს. იგი ჩვეულებრივ გვხვდება 65 წლის ზემოთ ადამიანებში, მაგრამ არსებობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში განვითარების საკმაოდ მაღალი ალბათობაც. ართრიტი ქალებში უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე კაცებში, ასევე გავრცელებულია ჭარბწონიან ადამიანებში.
სიმპტომები
სახსრების ტკივილი, შებოჭილობა და შესივება ართრიტის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის გართულება და სახსრის ირგვლივ კანის შეწითლება. ხშირ შემთხვევაში ართრიტის ნიშნები ბევრად უფრო აშკარად არის გამოხატული დილით.
Ყველამ ვიცით რა არის სახსრების ტკივილი. ჯოჯოხეთურად შემაწუხებელი.
თითქმის გარდაუვალია: მუხლებთან, მხრებთან, იდაყვებთან და მაჯებთან დაკავშირებული პრობლემები ყველას აქვს, ვინც მთელი დღე ზის კომპიუტერთან.
ეს პრობლემები განსაკუთრებით ძლიერად იჩენს თავს 45 წლის შემდეგ.
მაგრამ რა ხდება, თუ ტკივილი იწყება 25-30 წლის ასაკში? ეს ასაკობრივი საკითხია?
რა თქმა უნდა, სახსრების ტკივილს შეიძლება ჰქონდეს სხვა მიზეზები, რომლებიც არ არის დაკავშირებული კომპიუტერთან და უმოძრაო ცხოვრების წესთან. ეს არის დაზიანებები, გადატვირთვები, მოტეხილობები, ართრიტი და რევმატიზმი.
აქ არის მოცემული ბერძნული ხალხური მედიცინის რეცეპტი. იგი მოიცავს მხოლოდ უმარტივეს ინგრედიენტებს. ეხმარება ანთების ჩაცხრომას და სახსრების ტკივილის მოცილებას.
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 სუფრის კოვზი თაფლი;
- 1 სუფრის კოვზი მდოგვი (ცხარე);
- 1 სუფრის კოვზი წვრილი მარილი;
- 1 სუფრის კოვზი წყალი.
მომზადების წესი:
საფუძვლიანად აურიეთ ყველა ინგრედიენტი, მიიყვანეთ ერთგვაროვან ნარევამდე. შემდეგ ჩაასხით ხელის კრემის ცარიელ ქილაში ან ნებისმიერ სხვა კონტეინერში.
გამოყენების წესი:
შემდეგ ჯერზე, როდესაც შეგექმნებათ დისკომფორტი სახსრებიდან, უბრალოდ წაისვით ეს „კრემი“ მტკივნეულ ადგილზე. შემდეგ გადაიფარეთ მარლა და ზემოდან თბილი შარფი შემოიხვიეთ. სასურველია იყოს მატყლის.
Ას კომპრესი უნდა გაიჩეროთ ერთი ორ საათამდე. უმჯობესია გაიმეოროთ პროცედურა ძილის წინ, რათა სახსრებმა დაისვენოს „მკურნალობის“ შემდეგ. ჩამოიბანეთ კრემი დილით. გაიმეორეთ ეს პროცესი ზედიზედ 4-5 დღე. ეფექტს პირველივე ჯერზე იგრძნობთ, ამიტომ გაგრძელების მოტივაცია ნამდვილად გექნებათ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეთ, რომ ნარევი უნდა ინახებოდეს მაცივარში არა უმეტეს 5-6 დღისა. შემდგომ ისევ თავიდან უნდა მოამზადოთ ახალი.