ზიდანი ისკოსა და ხამესის მომავალზე საუბრობს


xxsdssdscdc

ზინედინ ზიდანს ისკოს მომავალთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს, თუმცა სურს, რომ ხამეს როდრიგესი კლუბში დარჩეს.

მადრიდული კლუბიდან როდრიგესის შესაძლო გადასვლის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში იწერებოდა, მიზეზად კი ის ფაქტი სახელდებოდა, რომ მან ზიდანის სიმპატია ვერ დაიმსახურა.

„არ მინდა რომ ხამესმა დაგვტოვოს. ის „რეალის“ ფეხბურთელია, რომელსაც, უბრალოდ, სურს მეტი დრო გაატაროს მოედანზე. იმედი მაქვს, რომ ახალ სეზონში იგი მეტს ითამაშებს. ხამესის საწინააღმდეგო არაფერი მქვს. რატომღაც ამ საკითხზე ხშირად მეკითხებიან, ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვიტყვი – ფეხბურთელი მადრიდში კარგად გრძნობს თავს“, – განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend