ვინ იფიქრებდა, რომ ჩვეულებრივი დასაკიდი ასეთი მოსახერხებელი იქნებოდა? შეხედეთ…..


თუ გსურთ, რომ თქვენი სახლი სუპერ-მოწყობილი იყოს, თქვენ ერთი აუცილებელი ნივთი დაგჭირდებათ. ის ძალიან იაფი არის და თითქმის ყველგან შეგიძლიათ შეიძინოთ. ჩვენ დასაკიდზე ვლაპარაკობთ. ამ პოსტში წარმოგიდგენთ იმ ორიგინალურ და კრეატიულ ხერხებს, რომლებიც საკმაოდ მარტივი შესასრულებელია.

1) დამალეთ მიქსერის კაბელი

პატარა დასაკიდით დამალეთ მიქსერის კაბელი.

2) სკამზე დასადები ბალიშები „დაიცავით“ გადმოსრიალებისგან.

დასაკიდი დაამაგრეთ სკამზე და ზედ სკამზე დასადები ბალიში დადეთ, ამით მას გადმოცურებისგან დაიცავთ. ბონუსად კი მისი მოხსნა არ გაგიჭირდებათ.


3) ნაგავი მანქანაში

დასაკიდი დაამაგრეთ მანქანაში, მოაგროვეთ ნაგავი და ჩამოკიდეთ მასზე.

4) გააკეთეთ დასაკეცი მაგიდა

დიახ, ეს პატარა მაგიდა გაკეთებულია დასაკიდებით. რაც გჭირდებათ არის ტანისამოსის საკიდი და ლანგარი. შედეგად კი მიიღებთ დასაკეც მაგიდას, რომელიც ადვილად შეგიძლიათ გადაადგილოთ.


5) გააკეთეთ მსგავსად ფანჯრებთან

ვინ თქვა, რომ ფანჯრებზე მხოლოდ ფარდა უნდა იყოს ? ჩამოკიდეთ ფარდების ნაცვლად ყვავილების ვაზები დასაკიდის საშუალებით. ძალიან ორიგინალურია!

6) გაილამაზეთ დღესასწაულები უფრო მარტივად !

დღესასწაულებზე ჩვენ ბევრ რამეს ვკიდებთ სახლში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მთელი წლის განმავლობაში გვინდა. ამიტომ დასაკიდი ამ პრობლემას მარტივად წყვეტს!

7) დაკიდეთ ბავშვის წინსაფარი მარტივად

ზოგჯერ მარტივი გადაწყვეტილებები უფრო ჭკვიანურია ხოლმე! დასაკიდის საშუალებით დაკიდეთ ბავშვის წინსაფარი იმ ადგილას, სადაც ყველაზე მეტად გჭირდებათ.

8) შეინახეთ უსაფრთხოდ თქვენი ბეჭდები

ყველა, ვისაც თავისი საქორწინო ბეჭედი მოუხსნია ხელების დაბანისას, ჰქონია პანიკა, როცა არ ახსოვდა თუ სად დადო ისინი. აღარ გამოსცადოთ ეს გრძნობა მეტჯერ : პირსაბანთან დასაკიდი მიამაგრეთ და ბეჭდებიც იქ წამოაცვით ხოლმე.

9) გაიკეთეთ ჩარდახი საწოლზე

დასაკიდის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ მშვენიერი ჩარდახი გაიკეთოთ საწოლზე.

10) ჩამოკიდეთ თმის ინსტრუმენტები

თქვენ შეგიძლიათ საკიდზე დაკიდოთ თმის გასასწორებელი უთო, თმის დასახვევი უთო და ფენი.


11) ჩამოკიდეთ მიქსერის ხელსაწყოები

ჩვენ გვსმენია ჭიქების, კოვზების, ჭურჭლის დაკიდებაზე სამზარეულოში, მაგრამ ოდესმე გაგიგიათ მიქსერის ხელსაწყოების ჩამოკიდებაზე ? მაშინ ახლავე სცადეთ!

12) დამალეთ კაბელები

ეს კარგი საშუალებაა უსაფრთხოებისა და ესთეტიკური თვალსაზრისით. ამიერიდან კაბელები აღარასოდეს გადაიხლართებიან ერთმანეთში.

13) ჩამოკიდეთ თქვენი როუტერი

გსურთ Wi-Fi-მ უკეთესად იმუშავოს? მაშინ დასაკიდით როუტერი მაღლა დაკიდეთ.

14) გაუკეთეთ ნაგვის ურნას ხელის მოსაკიდებელი

არაფერია იმაზე უარესი, როცა ნაგვის ურნას ხელის მოსაკიდებელი არ აქვს. დასაკიდებლის საშუალებით კი თქვენ ამ პრობლემისგან გათავისუფლდებით.

15) შექმენით ტაბლეტის დასადგამი

ხშირად იყენებთ ტაბლეტს ? თუ კი ეს ხერხი თქვენთვისაა, დასაკიდის საშუალებით, თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ ტაბლეტი უსაფრთხო ადგილას ჰკიდია.

16) დასაკიდი ხელოვნებისთვის

თქვენი შვილების ნახატები ყველგანაა? მაშინ ეს დასაკიდი დაგეხმარებათ მათთვის ერთი ადგილი გამოყოთ.

17) გააკეთეთ თაროები

გსურთ უფრო ორიგინალური იყოს თქვენი კედლები? დასაკიდით ძალიან ლამაზი თაროების გაკეთება შეგიძლიათ/

18) გააკეთეთ კოლაჟი კედელზე

დასაკიდი არის ძალიან მაგარი ხერხი, თუ თქვენი ხელოვნების გაფართოებას აპირებთ. შექმენით კედლის გალერეა, მრავალი ხვრელის გარეშე.

19) კბილის ჯაგრისი

გსურთ, რომ თქვენი კბილის ჯაგრისები სხვადასხვა ბაქტერიისგან დაიცვათ ? ჩამოკიდეთ ისინი დასაკიდის საშუალებით!

20) ჩამოკიდეთ ყურსასმენები მონიტორთან ახლოს

თქვენ მეტჯერ აღარასოდეს დაკარგავთ ყურსასმენებს. ჩამოკიდეთ ისინი მონიტორთან.

21) ჩამოკიდეთ ფარდების ძელი

განსაკუთრებით მნიშნელოვანია ბინაში მაცხოვრებელთათვის. ჩამოკიდეთ ფარდების ძელი მხოლოდ და მხოლოდ დასაკიდის საშუალებით.


22) გააკეთეთ ფეხსაცმლის საკიდი

კიდევ ერთი რაღაც, რაც დასაკიდით შეგიძლიათ გააკეთოთ !

24) გააკეთეთ ბავშვების ნამუშევრებისთვის ჩამოსაკიდი კალათები

ჩამოკიდეთ კალათები ერთმანეთის გვერდით, ამით სივრცესაც გაათავისუფლებთ.

25) მოაწესრიგეთ ქვაბების სახურავები

რამდენიმე დასაკიდი დაკიდეთ თაროებზე და ჩამოკიდეთ ქვაბების თავსახურები.

ვფიქრობ, ყველა ხერხი ჭკვიანურია, რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

ასევე დაგაინტერესებთ: შექმენი საკუთარი ხელით – 19 ორიგინალური იდეა ძველი სერვიზის გასაცოცხლებლად!