უსახლკარო მეზღვაური ჯდება და პიანინოზე დაკვრას იწყებს. მისი მოსმენისას ცრემლები მომადგა


Screen-Shot-2015-07-01-at-3.45.29-PM

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

ეს უსახლკარო კაცის ვიდეოა, რომელშიც ის ბრწყინვალედ უკრავს პიანინოზე. იგი სოციალურ ქსელში 29 ივნისს განთავსდა და მილიონობით ნახვა აქვს.

51 წლის დონალდ გოულდი, ყოფილი მეზღვაური, ყოველდღე უკრავს ქუჩაში მდგარ შვიდ პიანინოზე. ეს არის არაკომერციული ორგანიზაციის პროექტი, „გავაცნოთ ხელოვნება და მუსიკა ქალაქის საქმიან ნაწილს“. უსახლკაროს თანხის გამომუშავების ერთადერთი გზა ეს საქმიანობაა.

„მე ამით სიამოვნებას ვიღებ და მიკვირს, რომ პოპულარული გავხდი.“ – ამბობს მამაკაცი.

მას ცოლი 1998 წელს გარდაეცვალა, ნარკოდამოკიდებულების გამო კი, მამობის უფლება ჩამოართვეს. როგორც თვითონ ამბობს, ეს მისი მოუშუშებელი ჭრილობაა.

loading...