უკეთესია ვიდრე საძილე წამლები! მიირთვით დარიჩინიანი ბანანის წყალი და დაამარცხეთ უძილობა


უძილობით იტანჯებით? მაშინ თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილები თქვენთვის ნაცნობი სიმპტომებია.

უძილობა გამოწვეულია სტრესითა და ნერვული აშლილობით. ასევე ადამიანებს, რომლებიც ხშირად სვამენ ყავას, მაგარ ჩაის ან ალკოჰოლს, ძილის პროცესი დარღვეული აქვთ.

უძილობას შეიძლება საძილე წამლებითაც გაუმკლავდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ბევრი უკუჩვენება აქვთ. ისინი იწვევენ დაღლილობას, მუცლის ტკივილს, კონცენტრაციის უნარის დაკარგვას, მახსოვრობის პრობლემებს. ასევე აზიანებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

ამაში დარიჩინიანი ბანანის წყალი დაგეხმარებათ.

ბანანი მაგნიუმითა და კალიუმით არის მდიდარი. იცოდით, რომ ბანანის ქერქი ამ ნივთიერებებს უფრო დიდი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე მისი შიგთავსი?

აგნიუმი და კალიუმი არაჩვეულებრივია ნერვული სისტემისთვისა და კუნთების რელაქსაციისთვის.

დარიჩინი კი ის სანელებელია, რომელიც სისხლში შაქრის დონეს აბალანსებს. როცა ეს უკანასკნელი დაბალანსირებულია, თქვენი ჰორმონები ნორმალურად ფუნქციონირებენ, ეს კი თავის მხრივ მშვიდ ძილს იწვევს. თუ შაქრის დონე სისხლში აწეულია, თქვენ ენერგია ღამით მოგეძალებათ, დღისით კი დაღლილი ხართ ხოლმე.

ინგრედიენტები:

• 1 ბანანი

• 200 მლ წყალი

• ცოტაოდენი დარიჩინი

მომზადება:

1) ბანანი კარგად გარეცხეთ და ბოლოები მოაჭერით.

2) 10 წუთი გააჩერეთ ადუღებულ წყალში

3) დაუმატეთ ცოტაოდენი დარიჩინი

სასიამოვნო ბონუსი: მოხარშული ბანანის კანს დაუმატეთ ცოტაოდენი კაკაო, დარიჩინი და შაქრის ფხვნილი. მიირთვით ღამით. დაგეხმარებათ კუჭნაწლავის ტრაქტისა და კანის გაუმჯობესებაში.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend