უგემრიელესი ღვეზელი ბრინჯით-ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!


brinjito

მოხარშული მარცვლეული ხშირად იმაზე მეტი გვრჩება, ვიდრე გავითვალისწინეთ მზადებისას, სამწუხაროდ მეორე დღის ბრნიჯი ან თუნდაც წიწიბურა ისეთივე გემრიელი აღარაა, როგორც ახლად გაკეთებული. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გთავაზობთ საუკეთეოს რეცეპტს, რომელიც ყველა დიასახლისს მოეწონება, მთავარი ინგრედიენტი სწორედ მეორე დღეს შემორჩენილი ბრინჯია. ყურადღებით გაეცანით და აუცილებლად სცადეთ, მოგეწონებათ!


ინგრედიენტები:

– 4 ჭ ბრინჯი
– 100 გ ლორი
– 250 გ მოცარელა
– 1 ც სტაფილო
– 2 ც კვერცხი
– ½ კონა ოხრახუში
– 1 ჭ რძე
– 100 გ მაგარი ყველი
– პილპილი, მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. გახეხეთ მოცარელა, ასევე სტაფილო (მსხვილ პირზე), დაჭერით ლორი წვრილ კუბიკებად, დააქუცმაცეთ ოხრახუშიც. აურიეთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები მოხარშულ ბრინჯთან ერთად.

2. ათქვიფეთ 2 კვერცხი ბლენდერის დახმარებით, დაუმატეთ გახეხილი ყველი და მოასხით რძე. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

3. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, გადაიტანეთ მასში მომზადებული მასა და მოასხით კვერცხის ნარევიც. შედგით ფორმა გახურებულ საცხობში , გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, 30 წუთის განმავლობაში.

ასევე დაგაინტერესებთ: მან ლორისგან და ყველისგან რულეტი გააკეთა, შემდეგ კი… გემრიელი კერძის მარტივი რეცეპტი