თვალის ფერის მიხედვით ადგენენ, რამდენად ჯანმრთელია ადამიანი. რა ფერის თვალები გაქვს?


1


ზოგიერთი კვლევის მიხედვით, თვალები მეტყველებენ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად მაინც.

რაღა თქმა უნდა, ამა თუ იმ დაავადების უამრავი ფაქტორი არსებობს, როგორიცაა გარემო, რომელშიც ადამიანი იმყოფება და გენეტიკა. მაგრამ მაინც საინტერესოა, თვალის ესა თუ ის სიმპტომი რომელ დაავადებას შეიძლება, უკავშირდებოდეს.

თვალის ყავისფერი გარსი

თქვენ თვალის სიმსივნის, კატარაქტასა და ვიტილიგოს განვითარების ნაკლები შანსი გაქვთ.

თუმცა, მიდრეკილი ხართ შფოთისკენ, განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომ პერიოდში. კვლევების მიხედვით, ამაში თქვენს გენეტიკას დიდი როლი მიუძღვის.

თვალის თაფლისფერი გარსი

თქვენ ტკივილისა და შფოთისადმი მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევით.

თვალის მწვანე გარსი

მწვანე თვალების მქონე ქალები ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიისა და შფოთისაკენ, განსაკუთრებით, მშობიარობისას და მის შემდგომ პერიოდში.
თუმცა, დიდი რისკია იმისა, რომ თვალის მელანომა გაჩნდეს.

თვალის ცისფერი გარსი

ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ღია ფერის თვალების მქონე ადამიანები მიდრეკილნი არიან ალკოჰოლზე დამოკიდებულებისკენ. ( კვლევის ავტორები ამ შეფარდებას ვერ ხსნიან და აცხადებენ, რომ კიდევ ერთი კვლევის ჩატარებაა საჭირო).

მოწითალო თვალები

სისხლძარღვების გაფართოებისას, თვალები ყველას უწითლდება. ძირითადად, ამის მიზეზია: თვალის სიმშრალე, ალერგიები, მზის გამოსხივება ან მტვერი. საინტერესოა, რომ მუდმივად გაწითლებული თვალები დეპრესიას უკავშირდება, განსაკუთრებით, მოხუცებში. თუ თვალები რამდენიმე დღის ან მეტის განმავლობაში ჩაწითლებული გაქვთ, აუცილებლად მოინახულეთ ექიმი. შესაძლოა, ავტოიმუნური დაავადება, ინფექცია, სისხლძარღვების ანომალია ან რაიმე უფრო სერიოზული გქონდეთ.

მოყვითალო თვალები

ასეთ დროს, შესაძლოა, ორგანიზმში ღვიძლის პრობლემა არსებობდეს. ეს სიმპტომი, ასევე, უკავშირდება ალკოჰოლიზმს.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend