თურმე, ადამიანის სიარულის მანერა ბევრ რამეს ამბობს მის ხასიათზე. ეს მნიშვნელოვანია!


1

ჩვენი ხასიათი შედგება უამრავი პატარ-პატარა დეტალისგან. ისეთი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო რამეები, როგორიცაა ადამიანის თვალის ფერი, ფრჩხილის ფორმა ან, თუნდაც, რომელ პოზაში ძინავს რეალურად ბევრ რამეს ამბობს მასზე.

კულტურის ექსპერტებმა და საზოგადოებრივმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც დადასტურდა, რომ ადამიანის სიარულის მანერა ახდენს გავლენას მის ხასიათზე.

პატი ვუდის, სხეულის ენის ექსპერტის მიხედვით, არსებობს სიარულის მანერის რამდენიმე ტიპი. „ზოგიერთ ადამიანს სიარულის მანერის ორი ტიპი ერთად ახასიათებს. განსაკუთრებით, დომინირებს პირველი ტიპი.“

მძღოლი

თუ სხეულით წინ ხართ გადახრილი და სწრაფი ნაბიჯით მოძრაობთ, თქვენ „მძღოლი“ ხართ. თუ გზაზე დაბრკოლება შეგხვდათ, თქვენ მის „რქებით ეჯახებით“. თუ „მძღოლი“ ვინმეს „“შეეჯახა“, ის ამაზე დიდად არ იდარდებს.

თქვენ ბევრი დადებითი თვისება გაქვთ. იცით, როგორ მიიყვანოთ საქმე ბოლომდე, მაქსიმალურად პროდუქტიული ბრძანდებით, ძალიან ლოგიკური აზროვნება გაქვთ და ინტელიგენტი ხართ. ადამიანები აღტაცებულები არიან თქვენით, მაგრამ ოდნავ ცივ ადამიანად მიაჩნიხართ. თქვენ აზარტული და მგზნებარე ხართ, ამიტომაც, ყოველთვის საუკეთესო შედეგები გაქვთ.

სხეულის ენის ექსპერტი გირჩევთ, ოდნავ დამშვიდდეთ, დაყნოსოთ ვარდები, დაამყაროთ კონტაქტი თვალებით, მიესალმოთ მას, ვისაც იცნობთ და მოგწონთ. თუ ამას ხანდახან მაინც გააკეთებთ, ადამიანებს ეცოდინებათ, რომ მეგობრული ხართ და უამრავი პოზიტიური მხარე გაქვთ.

ზემოქმედების მომხდენი

თუ სიარულისას მკერდი წინ გაქვთ გაწეული, მხრები – უკან, თავი კი – მაღლა გაქვთ აწეული, დიდი შანსია, „ზემოქმედების მომხდენი“ იყოთ. თქვენ „მძღოლის“ მსგავსად, სწრაფად დადიხართ.

უამრავი პოლიტიკოსს და ცნობილ ადამიანს სიარულის ეს მანერა.

თქვენ მხიარული ხართ, ქარიზმატული, საზოგადოებაში ადაპტირებას იოლად ახდენთ, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა, იფიქროს, რომ ცოტას აჭარბებთ. ზოგჯერ, თქვენ სხვების მაგივრადაც კი ხართ ყურადღების ცენტრში. არადა, მათაც აქვთ ამის უფლება. სხეულის ენის ექსპერტი გირჩევთ, დაფიქრდეთ სანამ იმოქმედებდეთ.

„შეხედეთ თქვენს სიტუაციას გვერდიდან“, – ამბობს პატი ვუდი, – ახლა, კარგი დროა, რათა დაფიქრდეთ, იქნებ, სხვების პატივისცემა საჭიროა?!

მიმდევარი

თუ სიარულისას სხეული არც წინ გაქვთ გადახრილი და არც უკან, ე.ი. „მიმდევარი“ ხართ. თქვენ საშუალო სისწრაფით დადიხართ, მაგრამ მკვეთრი მოძრაობები გახასიათებთ. ადამიანებთან ჟესტიკულაციით ურთიერთობა მოგწონთ, თუმცა, დაძახების ან ხელის დაქნევის მაგივრად, თვალებით კონტაქტი გირჩევნიათ.
თქვენ საქმეებზე მეტად ადამიანები გაინტერესებთ და პირად ცხოვრებას უფრო წინ აყენებთ ვიდრე კარიერას. ჯგუფის წევრობა დიდ კმაყოფილებას განიჭებთ, ამიტომ ოჯახი შესაძლოა, თქვენი მთავარი ძალა იყოს ანდაც, ძალიან კომფორტულად იგრძნოთ თავი რომელიმე სპორტულ გუნდში. მოგწონთ, როდესაც გაღიარებენ, მაგრამ ძალიან მორიდებული ხართ იმისათვის, რომ ეს დაუშვათ, ამიტომ ერთი ზარი ან მისალოცი ბარათი იმ ადამიანისგან, რომელიც მოგწონთ, თქვენთვის ყველაფერია.

ბევრი საოცრად კარგი თვისება გაქვთ, მაგრამ „მძღოლებმა“ და „ზეგავლენის მომხდენებმა“ შესაძლოა, სუსტად ჩაგთვალონ და თქვენგან სარგებელის მიღებას ეცადონ.

გამოსწორებული

თუ სიარულისას ქვემოთ უყურებით, შესაძლოა, „გამოსწორებული“ იყიოთ. თქვენი ნაბიჯები ნელი და ფრთხილია, თითქოს, გეშიანიათ, რომ შეცდომა არ დაუშვათ. თითქოს, არ გინდათ, სხვის სივრცეში შეიჭრათ. სიარულისას ტელეფონს არ იყენებთ.
იტროვერტი, თავაზიანი ხართ. ისე ეპყრობით სხვებს, როგორც მათ სურთ, რომ მოექცნენ. ინტროვერტული ბუნებიდან გამომდინარე, თქვენ არ ეუბნებით ადამიანებს რაც გსურთ ან გჭირდებათ, გინდათ, რომ ისინი თავად მიხვდნენ ამას. შესაძლოა, ასეთმა ქცევამ სხვა ადამიანები დააბნიოს.

სცადეთ, კომუნიკაცია გქონდეთ სხვებთან, იქნება ეს თუ არა თავაზიანი. გამოხატეთ თქვენი თავი მაქსიმალურად და ნახავთ, მალე როგორ დალაგდება თქვენი ცხოვრება.

მოკლე ნაბიჯები

სიარულის ექსპერტის, ჩეინ ვოსის, მიხედვით, თუ ქალბატონი ხართ და მოკლე ნაბიჯებით დადიხართ, კუნთები კი გტკივათ, ეს შესაძლოა, იმიტომ რომ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ხშირად იყენებთ.

გადაჯვარედინებული ხელები

სიარულისას, მოგწონთ ხელების გადაჯვარედინება? შესაძლოა, ეს თქვენ მგრძნობიარე ბუნებაზე მიუთითებდეს.

ქალბატონები ამ პოზაში დადიან, მარტონი ღამით. თავდამსხმელები ირჩევენ მსხვერპლს, რომელიც სუსტი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასე რომ, ჩამოუშვით ხელები და სწრაფი ნაბიჯით იმოძრავეთ.

სიარულისას მხრებს ამოძრავებს

მხრები კუნთით მიმაგრებულია ზურგთან, ასე რომ, რაც უფრო მეტად მოძრაობს მხარი, მით უკეთესი მდგომარეობაა თქვენს ხერხემალში.
მაგრამ გაფრთხილდით: თუ ერთი მხარი თავისუფლად გიმოძრავებთ, მეორე კი უფრო ძნელად, ეს შესაძლოა, მიუთითებდეს ხერხემლის ან კისრის პრობლემაზე, რასაც ცხოვრების ინერტული წესი იწვევს.

ფლატუნით სიარული

ფლატუნით სიარული შესაძლოა, იმის მაჩვენებელი იყოს, რომ ადამიანს ეშინია, რომ ორიენტაციას ვერ დაიცავს. ეს ადამიანი დგამს საცდელ ნაბიჯებს.
ასე სიარული შესაძლოა, სერიოზულ სამედიცინო პრობლემებზე მიუთითებდეს. ასე რომ, თუ თქვენს თავს ასეთი რამ შეატყვეთ, ექიმს მიაკითხეთ.

ბაკუნით სიარული

როდესაც ჩვენი ფეხები მიწას ეხება, ისინი ტვინში სიგნალს გზავნიან კიდურის პოზიციის შესახებ.

თუ სიარულისას ფეხებს აბაკუნებთ, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ კიდურში მგრძნობელობა დაკარგეთ და შესაძლოა, ვიტამინის B12 ნაკლებობა გქონდეთ, რაც იწვევს დაღლილობას, ენის ტკივილს და სხვა სახის ფიზიკურ პრობლემებს.

თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, იკვებეთ რძის ნაწარმით, მიირთვით კვერცხი, ან დალიეთ ნაკლები ალკოჰოლი. თუ ვეგეტარიანელი ხართ, მაშინ ექიმს სთხოვეთ, რძის ნაწარმის შემცვლელი დაგინიშნოთ.

ერთდროულად უამრავ საქმეს აკეთებს

გჯერათ თუ არა, სიარულისას თუ საუბრობთ ან საღეჭ რეზინს ღეჭავთ, ეს დადებით ენერგიას წარმოქმნის.

მაგალითად, თუ სადილს ამზადებთ, თან ტელეფონზე საუბრობთ და სახლში აქეთ-იქით დადიხართ, თან, ხელსაქმესაც აკეთებთ, ეს შემოქმედებითობის ხარისხს ზრდის. თუ ასე ხშირად იქცევით, ე.ი. მდიდარი წარმოსახვის უნარი გაქვთ.

თუ ვინმეს ხედავთ, ვინც ტელეფონზე საუბრობს და თან აქეთ-იქით დადის, უცებ კი, ჩერდება, ე.ი. საუბარმა სერიოზული სახე მიიღო. ადამიანები წყვეტენ სიარულს და სხდებიან თუ საუბარი ინტიმური ხდება.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend