წყალბადის ზეჟანგის გამოყენების 8 ყველაზე უჩვეულო მეთოდი. საოჯახო აფთიაქში უნდა გქონდეთ


წყალბადის ზეჟანგი აბსოლუტურად უსაფრთხო და ნატურალური ანტისეპტიკური საშუალებაა. ეს იაფი, მაგრამ ეფექტური ნივთიერება ყველა ოჯახში უნდა იყოს. მისი გამოყენებით, ჭრილობების დამუშავებაც შეიძლება.

1. ათეთრებს თეთრეულს

გაავლეთ თეთრი ფერის თეთრეული ან პირსახოცები წყალში, რომელშიც გახსნილი იქნება 1 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი. ის მათ გაყვითლებისაგან დაიცავს. ასევე, ამოიყვანს რთულად მოსაშორებელ ლაქებს. დააპკურეთ ზეჟანგი დალაქულ ადგილს, გააჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ, ცივი წყლით ამორეცხეთ.

2. კურნავს ფეხის სოკოს

წყალში გახსენით ზეჟანგი. (1:1). საღამოობით, ნარევი წაისვით პრობლემურ ადგილებში.

3. აქრობს კისრის ტკივილს

იდეალური საშუალებაა, ვისაც დიდხანს უწევს ყოფნა არაკომფორტულ პოზაში. თუ კისერი გაგიშეშდათ, დაასველეთ ნაჭერი წყალბადის ზეჟანგში და დაიდეთ კისერზე, ზემოდან კი დაიდეთ პირსახოცი. კომპრესი გაიჩერეთ 10-20 წუთის განმავლობაში. ის გაათბობს კუნთებს და გაგიქრობთ ტკივილსა და დაჭიმულობას.

4. დაგიცავთ გაციებისგან

გახსენით 1 ს/კ ზეჟანგი 1 ს/კ მინერალურ არააერირებულ წყალში და გამოიყენეთ ის, როგორც ცხვირის ხსნარი.

5. გამოიყენება პირის ღრუს გამოსარეცხად

პირის ღრუს წყლულებისგან თავის დასაცავად, 10 მლ. ზეჟანგი პირში 5 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ, მაგრამ არ გადაყლაპოთ. ხსნარი, ასევე, ათეთრებს კბილებს და იცავს მათ კარიესისგან. შეგიძლიათ, ის კბილის პასტას შეურიოთ.

6. ამსუბუქებს სახლის დალაგების პროცესს

წყალბადის ზეჟანგი მიკრობების მტერია. დაასხით ის ტილოს და იმით გაწმინდეთ ავეჯი. ხსნარი წმენდს სარკეებსა და შუშასაც. ზეჟანგი გამოიყენება აბაზანის დეზინფენქციისთვისაც, რადგან იდეალურად აშორებს ობსა და ლაქებს.

7. კურნავს ყელის ტკივილს

გახსენით 1/4 ს/კ ზეჟანგი 1/2 ს/კ თბილ წყალში და ხსნარი ყელში კარგად გამოივლეთ.

8. გამოიყენება ყურების გასასუფთავებლადაც

გახსენით რამდენიმე წვეთი ზეჟანგი თბილ წყალში. დაასველეთ მასში ყურის საწმენდი ჩხირი და ასე შეძლებთ, გოგირდისგან გათავისუფლებას, რომელიც ყურებში გროვდება.

ასევე დაგაინტერესებთ: რით ვუშველოთ დამსკდარ ქუსლებს? ხერხი, რომლის შედეგს რამდენიმე წუთში ნახავთ

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend