ცელულიტთან ბრძოლის რამდენიმე ნატურალური საშუალება. შეგიძლიათ ზღვაზე თამამად დაისვენოთ


perfect womans bum and legs


ზაფხულობით, ცელულიტის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება. როგორც ექსპერტები ამბობენ, ცელულიტის გაჩენას გენეტიკა განსაზღვრავს. მთავარი კი ისაა, თუ რას მივირთმევთ. მისგან ბევრი წყლის მიღება, საკვებში მარილის შემცირება და უჯრედებში მინერალების დაბალანსებული მუშაობა დაგვიცავს.

დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი

წყალი ყველაზე ეფექტური და იაფი გამოსავალია ცელულიტთან საბრძოლველად. ორგანიზმში სითხის საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, კანი გლუვი ხდება. ასევე, წყალი ნატურალური გამწმენდის როლს ასრულებს, რადგანაც მისი საშუალებით, ტოქსინებისგან ვთავისუფლდებით. შესაბამისად, მარილები სწრაფად იშლება.

მიირთვით ხილი და ბოსტნეული

მნიშვნელოვანია, მიიღოთ ხილისა და ბოსტნეულის ის სახეობა, რომელიც შეიცავს წყალს, ფერმენტებსა და კალიუმს. ასეთია: კიტრი, შპინატი, ჭარხლის ფოთოლი და სხვა მწვანილეულობა. ასევე, ბანანი, გარგარი, ატამი და ავოკადო. ძალიან ეფექტურია ლიმონისა და კიტრის მინერალური ნაზავი. მიირთვით ის სანაპიროზე გასვლამდე 24 საათით ადრე.

მიიღეთ ჯანსაღი ცხიმი

ასეთებია: ზეითუნის ზეთი, მარცვლეულობა, თხილი, კაკალი და ავოკადო. კვლევები აჩვენებს, რომ ისინი წონის დაკლებას უწყობს ხელს და ცელულიტთან ბრძოლაში ძალიან ეფექტურია. იდეალური წონის მისაღებად, საუზმედ მიირთვით ჯანსაღი ცხიმის პატარა პორცია.

მიიღეთ პროტეინი

პროტეინის შემცველი საკვები, როგორიცაა: თევზი, თხილი, კაკალი და მჭლე ხორცი ორგანიზმს დიდი ხნის განმავლობაში ანაყრებს. გარეული თევზი (თევზი, რომელიც იზრდება ბუნებრივ პირობებში) შეიცავს თუთიასა და კალიუმს, შესაბამისად ეფექტურად ებრძვის ცელულიტს. ის აბალანსებს უჯრედებს ურთიერთქმედებას. თევზის სახეობები, როგორიცაა: ქაფშიები, ვირთევზა, ორაგული და თინუსი დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს.

რა არ უნდა მიირთვათ, რათა ცელულიტი არ გაგიჩნდეთ:

სწრაფი კვების საკვები;

ბევრი მარილი;

ყველაფერი შემწვარი.

თუ მარილი ძალიან გიყვართ, მიირთვით ვარდისფერი მარილი, რომელიც 84 ნატურალურ მინერალს შეიცავს და აბალანსებს უჯრედების მოქმედებას.

არ მიიღოთ ზედმეტი კოფეინი, შაქარი და ესტროგენით მდიდარი საკვები, როგორიცაა: სოიო, რადგან ცელულიტის გაჩენა დაკავშირებულია გენეტიკასთან და ჰორმონებთან.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend