წარმატებული ადამიანების 9 წესი, რომელიც ადამიანის გაცნობის დროს უნდა გაითვალისწინოთ!


ჩვენი ცხოვრების გზაზე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს საიმედო მეგობარი, პარტნიორი სიყვარულში და თანამოაზრე. არცერთმა ჩვენგანმა არ ვიცით, რა როლს შევასრულებთ ერთმანეთის ცხოვრებაში. ჩვენ გეტყვით დღეს 9 წესს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ ადამიანის გაცნობის დროს.

შეხვედრამდე პატარა გამოკვლევა ჩაატარეთ

საქმიანი ურთიერთობის დროს თუ გიწევთ ახალ ადამიანს პირველად შეხვდეთ, მის შესახებ პატარა გამოკვლევა ჩაატარეთ. გაიგეთ მისი პროფესიული გამოცდილების, გატაცების, პირადი ინტერესების შესახებ.

შეხვედრის შინაარსის მომზადება

საქმიანი შეხვედრის, მოლაპარაკების და ინტერვიუს დროს მოამზადეთ ის კითხვები, რაც თქვენ უნდა დაუსვათ თანამოსაუბრეებს და იმ კითხვებზე პასუხები, რაც შეიძლება მათ დაგისვან.

გახსოვდეთ, რომ მარტო თქვენ არ გრძნობთ თავს არაკომფორტულად

ცოტას თუ ვიცნობ, ვისთვისაც ახალგაცნობილ ადამიანთან ურთიერთობა კომფორტულია. ყველა ჩვენგანი ნერვიულობს და ფიქრობს იმაზე, თუ რა შთაბეჭდილებას დატოვებს მოსაუბრეზე. ამ დროს ეს უკანასკნელი გრძნობს ამას და ისიც ზუსტად ასე ნერვიულობს. დაფიქრდით იმაზე, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და დაივიწყეთ ლაპარაკის უხერხულობა.

მეგობრული ღიმილი – თქვენი ძვირფასეულობა

“გაიღიმეთ” – ნაცნობი ფრაზაა, მაგრამ თითქოს ყველა ღიმილი ერთმანეთს სიყალბეში ჰგავს.

მიეცით თავს უფლება გაიღიმოთ ნამდვილად და ის გულიდან მოდიოდეს. ეს იმ ურთიერთობის წინაპირობა იქნება, რომელიც შეიძლება სამომავლოდ ძალზედ გამოგადგეთ.

მოსაუბრეს თვალებში უყურეთ!

თვალებში პირდაპირ ყურება სიმამაცის, გამბედაობისა და გახსნილობის სიმბოლოა. სხვა შემთხვევაში თქვენ არასასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენთ. უყურეთ მოსაუბრეს თვალებში, ოღონდ ისე, რომ ეს მზერა იყოს მშვიდი და გაწონასწორებული.

მიესალმეთ ისე, როგორც ეს მის კულტურაშია მიღებული

მისალმება სხვადასხვა კულტურის მიხედვით განსხვავდება. რაც ერთ კულტურაშია მიღებული, ეს მეორესთვის შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს. გაამახვილეთ ყურადღება ამაზე! რა თქმა უნდა, უცხოელმა პარტნიორებმა იციან, რომ კულტურებს შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ მათ თუ თავიანთი კულტურის რამე ნაწილს შესთავაზებთ, ურთიერთობის წარმატების შანსი ბევრად გაიზრდება.

გაამახვილეთ ყურადღება საგნებზე, რომლებიც თქვენ ირგვლივაა

თუ კი შეხვედრა მიმდინარეობს ვიღაცის ოფისში ან სახლში, მიმოიხედეთ ირგვლივ. წიგნები, ავეჯი, ფოტოგრაფია – მისი ინტერესების შესახებ ბევრ რამეს გეტყვით.

სხვა ადამიანის ინტერესებზეც იფიქრეთ

ნუ იქნებით ეგოისტი! იფიქრეთ თანამოსაუბრის ინტერესებზე, კომფორტსა და საჭიროებებზე. შესთავაზეთ მას ის, რაც ჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი მოთხოვნებიც დაივიწყოთ. დაინახეთ სხვა ადამიანის მოტივაცია.