თითქოს ჩვეულებრივი ქორწილია, მაგრამ ამ ქალს მძიმე ისტორია აქვს. ემოციებს ვერ ვიკავებ!


1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

სუზანის გარდა ოჯახში ოთხი ბიჭი იზრდებოდა, მისი ძმები. გათხოვების შემდეგ, მანაც ორი ბიჭი გააჩინა. ის ყოველთვის ოცნებობდა, ჰყოლოდა გოგონა; როდესაც ის დაინიშნა თავის მეორე ნახევარზე, გადაწყვიტა, მაშინვე დაფეხმძიმებულიყო. მაგრამ 2011 წელს, მისი ოცნება ნამსხვრევებად იქცა, როდესაც საშვილოსნოს ყელის კიბო დაუდგინეს. ქორწილი ოთხი თვის შემდეგ იყო დაგეგმილი და ქალი შიშობდა, რომ თმა გასცვივდებოდა…და ყველაზე ცუდი, არასოდეს შეეძინებოდა გოგონა.

ექიმმა მას ერთი რჩევა მისცა – არ წაეკითხა ინფორმაცია თავისი დაავადების შესახებ. ქალი ასეც მოიქცა.

რადგანაც სუზანის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, ექიმის თქმით, ის გადარჩებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფალოპის მილებს ამოკვეთდნენ. შესაბამისად, პაციენტი აღარასოდეს დაფეხმძიმდებოდა.

ბოლოსდაბოლოს, სუზანმა და მისმა მეუღლემ, ჯიმიმ, გადაწყვიტეს, გოგონა სუროგატი დედის საშუალებით გაეჩინათ.

„მკურნალობის განმავლობაში, – ამბობს სუზანი, – ჯიმიმ, დროებითი პაუზა აიღო მუსიკალურ სამყაროში, (ის ბენდის წევრია), ის არ დადიოდა ტურნეებზე, ფაქტობრივად, თავისი ცხოვრების ის მონაკვეთი მთლიანად მე მომიძღვნა. ვეუბნებოდი, რომ არ იყო საჭირო მუდმივად ჩემ გვერდით ყოფნა, მაგრამ არ მიჯერებდა.“

ქორწილში სუზანი ხელოვნური თმით მივიდა.

სუზანი იხსენებს, რომ როდესაც ანალიზის პირველი დადებითი პასუხი მიიღო, ის მისთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო. შემდეგ, დაიწყო ბავშვისთვის ტანსაცმლის, საწოლი და ა.შ. ყიდვის პროცესი.

„ძალიან რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ ჩემს მეუღლეს არ შეეძლო, გაზრდილ მუცელზე შემხებოდა, მე კი არ შემეძლო, შემეგრძნო თუ როდის გაინძრეოდა პირველად ჩვენი გოგონა მუცელში, მაგრამ როდესაც ის დაიბადა, ჯიმი ტიროდა; როდესაც არიას ვუყურებ, ვერ ვიჯერებ, რომ ის აქ, ჩვენთან არის. ჯიმი კი ისეთი მამაა, როგორიც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ იქნებოდა.“

როდესაც მკურნალობის კურსი დამთავრდა, სუზანმა მხოლოდ მაშინ წაიკითხა ინფორმაცია დაავადების შესახებ. აღმოჩნდა, რომ პაციენტს სიმსივნის ის სტატია ჰქონდა, რომელზეც გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. ეს სასწაულია!

loading...