ტიბეტური ყოველდღიური ხუთი სავარჯიშო – აი, ისიც, მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო!


thumb

საქმე ისაა, რომ კარგი გაჭიმვა უფრო უკეთ ამაგრებს სხეულის კუნთებს, ვიდრე სიმძიმეების აწევა და სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში. ეს ტიბეტური ვარჯიშებია, არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა და მხოლოდ ათ წუთს წაგართმევთ. აშკარა შედეგს ორ კვირაში დაინახავთ. კიდევ ერთი დადებითი მხარე: მათი გაკეთება ასაკოვანი ადამიანებისთვისაც შესაძლებელია. ადამიანი, ამ სავარჯიშოების კეთებისას, ძალიანაც რომ ეცადოს, კუნთების ვერანაირ ტრავმას ვერ მიიღებს, ასევე, არ შეაწუხებს რაიმე სახის ტკივილი. შესაძლოა, სწორედ ეს არის ტიბეტელი ბერების ახალგაზრდობის საიდუმლო.

ვარჯიშები დილით უნდა შეასრულოთ – ასე ყველაზე კარგ ეფექტს მიიღებთ. თითოეული სავარჯიშოს შვიდჯერ გამეორებით დაიწყეთ და, თანდათან, გაზარდეთ ეს რიცხვი ოცამდე.

1. დაწექით იატაკზე და სახე ზემოთ აწიეთ. თანდათანობით და ნელ-ნელა აიწიეთ ზემოთ, დაჭიმეთ ზურგისა და კისრის კუნთები. ხელები პირდაპირ გეჭიროთ და მათ დაეყრდენით. ამ მდგომარეობაში ცოტა ხნის განმავლობაში გაჩერდით და ნელ-ნელა დაეშვით ძირს.

2. დაჯექით, გაშალეთ ფეხები. ხელებითა და ფეხებით დაეყრდენით იატაკს. ეცადეთ, ტანი რაც შეიძლება სწორად გეჭიროთ. თავი მხრების სიგანეზე გაასწორეთ და ძალიან ოდნავ აწიეთ ზემოთ. ღრმად ისუნთქეთ, კუნთების მოდუნების დროს ამოისუნთქეთ.

3. დადექით მუხლებზე. ხელები თეძოების კუნთებზე დაიწყვეთ. თავი ზემოთ აწიეთ და უკან გადახარეთ. რაც უფრო მეტად გაიჭიმებით, მით – უკეთესი. ფრთხილად დაბრუნდით საწყის პოზიციაში, თან, ღრმად და თანაბრად ისუნთქეთ.

4. დაწექით იატაკზე, გაჭიმეთ ხელები სხეულის წინ. ჩაისუნთქეთ და, თან, აწიეთ თავი, ნიკაპი კი მკერდისკენ ჩამოწიეთ. აწიეთ ფეხები, ისინი თანაბრად უნდა გეჭიროთ, მუხლები კი -ერთ დონეზე. ნელ-ნელა ამოისუნთქეთ და დაუშვით თავი და ფეხები იატაკზე. ისუნთქეთ რაც შეიძლება, ღრმად.

5. ხელები ჰორიზონტალურად გაჭიმეთ, ხელისგულებით ქვემოთ. ხელები მხრების გასწვრივ გეჭიროთ. ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ. ამ პოზიციაში, საათის ისრის მიხედვით, წრიული მოძრაობა გააკეთეთ. შესაძლოა, თავბრუ დაგეხვეთ, მაგრამ თუ მზერას პირდაპირ მიმართავთ, ეს მდგომარეობა მალე გაივლის.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend