თუშეთში მცხოვრებმა კაკო სისაურმა სარეცხი მანქანისგან კარტოფილის სათესი მანქანა ააწყო


fek

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

თუშეთში, სოფელ ომალოში მცხოვრებმა კაკო სისაურმა ძველი სარეცხი მანქანისა და ტრაქტორისგან კარტოფილის სათესი მანქანა ააწყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თუშეთში გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ უთხრა, მანქანას კარტოფილის თესვის პარალელურად სასუქის დაყრის ფუნქციაც აქვს.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ, კაკო სისაურმა კარტოფილის ამოსაღები მოწყობილობაც გამოიგონა.

„ჩხირკედელა კაცია, სულ რაღაცას აწყობს. სანამ სათეს მანქანას გამოიგონებდა, კარტოფილის ამოსაღები ააწყო. კაკოს კარტოფილი ჰექტარზე მეტ ფართობზე უთესია და ამ მანქანის საშუალებით მოსავლის მოყვანა უფრო გაუადვილდება. მოგეხსენებათ, თუშეთში მცხოვრები მოსახლეობა ძირითადად მეკარტოფილეობას მისდევს და ამ მანქანით მათაც ხელი მოემართებათ“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლადო კახოიძემ.