თუ თქვენს შამპუნს ამ 3 ინგრედიენტს დაუმატებთ, თმის ცვენას თავიდან აირიდებთ!


თმის ცვენა არა მარტო ხანში შესული ადამიანების, არამედ ახალგაზრდების პრობლემაცაა. ეს ხშირად შემდეგი მიზეზების გამო ხდება: არასწორი კვება, ჰორმონალური ბალანსის დარღვევა, სტრესი და თმების არასათანადო მოვლა.
ასევე მიზეზი შეიძლება თმის დაავადებაც იყოს. ამიტომ სანამ თვითმკურნალობაზე გადახვალთ, ექიმს მიაკითხეთ.

დღეს შემოგთავაზებთ ერთ ნატურალურ საშუალებს, რომელიც თმის ცვენას შეგიწყვეტთ.

როგორ გავთავისუფლდეთ თმის ცვენისგან?
ინგრედიენტები

• ნებისმიერი შამპუნი (რომელიც ნაკლებ მჟავას შეიცავს)

• როზმარინის ეთერზეთი

• ლიმონის ეთერზეთი

• ვიტამინ E-ს კაფსულები

ეს საოცარი საშუალება რომ მოამზადოთ, უბრალოდ შამპუნს დაუმატეთ 10 წვეთი როზმარინის ეთერზეთი და ამავე რაოდენობის ლიმონის ზეთი. არ დაგავიწყდეთ ვიტამინ E-ს ორი კაპსულის შერევაც.

შამპუნი ყოველდღე გამოიყენეთ. საშუალო რაოდენობით ის თმაზე დაიტანეთ, შეიზილეთ და დაიტოვეთ 10 წუთით. ჩამოიბანეთ გვირილის ნაყენით.