თუ ღამით დახრჩობის შეგრძნებით იღვიძებთ, იცოდეთ, ამაში საშიში არაფერია!


მოგსვლიათ ისე, რომ შუა ღამისას დახრჩობის შეგრძნებას გაუღვიძებიხართ? ირგვლივ სიბნელეა, მაგრამ თქვენს სხვის ყოფნასაც გრძნობდით. თქვენ გდომებიათ ყვირილი, მაგრამ ხმა არ ამოგდიოდათ. შიშს შეუპყრიხართ და ვიზუალური თუ სმენითი ჰალუცინაციებიც დაგწყებიათ.

ჩვენ ამ ფენომენის შესახებ მოგიყვებით და გაიგებთ, რომ ამაში საშიში არაფერია.

ძილის დამბლა – ადამიანის ტვინის აქტივობის საოცარი მოვლენა, რომელიც მოსახლეობის მხოლოდ 8 %-ს ემართება. ამ დროს ადამიანი დროებით კარგავს კუნთების განკარგვის უნარს.

ეს მდგომარეობა წამებიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ადამიანს განძრევა არ შეუძლია, პარალიზებულია, თუმცა ყველაფერს საღად აღიქვამს.

ძილის დამბლა მოზრდილობის ასაკში გამოვლინდება. ეს გენეტიკურიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. მის მიზეზებად ხასიათდება სტრესი და დღე და ღამის არევა.

ამ მდგომარეობიდან გამოსვლის რამდენიმე საშუალება არსებობს. მაგალითად, ჩვენ უნდა ვცადოთ დახველება ან მუშტის შეკვრა.

ძილის დამბლა ის მდგომარეობაა, როცა გონება იღვიძებს, სხეული კი მძინარე მდგომარეობაში რჩება.

ეს მდგომარეობა ჯანმრთელი ადამიანებისთვის საშიში არაა.

ძილის დამბლა ძილის ნებისმიერ ფაზაში შეიძლება დაგემართოთ.

ძილის დამბლის დროს ადამიანებს ხშირად ელანდებათ, რომ ვიღაცა ჩურჩულებს ან მათ საწოლზე ზის.

როგორც ხედავთ, ამაში საშიში არაფერია.

ასევე დაგაინტერესებთ: აი ამ პოზებში უნდა გეძინოთ ღამით! ამით ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ…