თქვენი საყვარელი ფერი თქვენ შესახებ ბევრ რამეს ამბობს! გაიგეთ უფრო მეტი საკუთარ თავზე…


თქვენი საყვარელი ფერი თქვენ შესახებ ბევრ რამეს ამბობს. ადამიანზე უფრო მეტის გაგება გსურთ? მაშინ მას მისი საყვარელი ფერი ჰკითხეთ.

ამერიკელების უმეტესობა ლურჯ ფერს ირჩევს, მეორე ადგილას კი მწვანეა.

ლურჯი ჰარმონიულობასთან, სანდოობასა და მგრძნობელობასთან ასოცირდება. ადამიანები, რომელთა საყვარელი ფერი ლურჯია, გამოირჩევიან სისუფთავითა და სიფაქიზით.

მწვანე ასოცირდება ერთგულებასთან, სითბოსა და გულწრფელობასთან.

ყველაფერი იცვლება, როცა წითელ ფერზე გვაქვს საუბარი. თუ თქვენ ეს ფერი გიყვართ, სექსუალურად თამამი ყოფილხართ. 2015 წლის კვლევის მიხედვით, კაცები უპირატესობას წითლებში ჩაცმულ ქალებს ანიჭებენ.

ფორთოხლისფერი გიყვართ? თქვენ მეგობრული და უდარდელი ხართ. კვლევები ამბობენ, რომ თქვენ ნაკლებად ხართ მიდრეკილი ქორწინებისკენ.

თუ იასამნისფერი მოგწონთ, თქვენში ჰიპური სულია. თქვენ უტოპიური იდეები გაქვთ. ადამიანები, რომლებსაც ეს ფერი მოსწონთ, მისტიციზმისკენ არიან მიდრეკილი.

ნაცრისფერის მოყვარულ ადამიანებს კი დანაშაულის შიში აქვთ. ეს ლოგიკურიცაა. ნაცრისფერი არაემოციური, ამბიციური ფერია. თუ მათ მოყვარულ ადამიანს ჰკითხავთ რა ჟანრის მუსიკას უსმენო, ისინი გიპასუხებენ:”დიახ, მე ყველაფერს ვუსმენ”.

დიახ, ყველა სტერეოტიპი, რაც ვარდისფერზე არსებობს, სწორია. თუ ეს ფერი თქვენი ფავორიტია, გულუბრყვილო ყოფილხართ.

შავი ფერის მოყვარულები კი პესიმისტები, ცინიკურები, სოფისტები, რეალისტები ბრძანდებით. შავი ფერის ტარება ადამიანს ინტელექტუალისა და მიმზიდველის იერს ანიჭებს, თუმცა ზედმეტი შავი ცოტათი საშიშია.

თეთრი ფერი გიყვართ? მკაცრი და გადამეტებულად სუფთა ხართ.

ყავისფერის მოყვარულები უბრალო და კომფორტის მაძიებელნი არიან.

ყვითელი ადამიანები კი მხიარული იდეალისტები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!