ტანსაცმლის 5 მოდური შეხამება, რომელიც უფრო მაღალს წარმოგაჩენთ!


ნებისმიერი ადამიანი ცდილობს მოდურად იცმევდეს. სამწუხაროდ, ეს ყველა შემთხვევაში არ გამოდის. მოდური ტანსაცმელი და აქსესუარი ცალკე შეიძლება სტილურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ამა თუ იმ ადამიანზე, ის ძალიან ცუდად ჩანს ხოლმე.

ჩვენ მოგცემთ რჩევებს, რათა ამ უსიამოვნო პრობლემებმა აღარ შეგაწუხონ!

შეარჩიეთ აქსესუარები და ფეხსაცმელი სწორად

სიმაღლის ვიზუალურად მომატებაში ქუსლიანი ფეხსაცმელი გვეხმარება. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მის ფერს აქვს. ნიუდ ფერის ქუსლები და ნებისმიერი ნეიტრალური ფერის ფეხსაცმელი თქვენს ფეხებს გრძლად გამოაჩენს. შავი ფეხსაცმელი, განსაკუთრებით მაღალი ზონრებით, კი – პირიქით.
ასევე, როგორც სურათიდან ჩანს, არ გამოიყენოთ ის აქსესუარები, რომლებიც ჰორიზონტალურად კეთდება. უფრო მარტივად რომ წარმოიდგინოთ რაზე ვსაუბრობთ, გაიხსენეთ მოდური ტენდენცია „ჩოკერის’ სახით, რომლის გამოც კისერი უფრო სქელი ჩანს.

ფრთხილად ზოლიან ტანსაცმელთან

სურათებიდანაც კარგად ჩანს, რომ ზოლიანი ტანსაცმელი ფრთხილად და დაკვირვებით უნდა შევარჩიოთ. ჰორიზონტალური ზოლები მოცულობას ზრდის, ცუდად შეხამებული პრინტი და გრძელი ქვედა ბოლო კი რამდენიმე სანტიმეტრით გაპატარავებთ. ხოლო ზოლიანი ზედისა და მონოფონიური ქვედა ბოლოს სინთეზი თქვენს სილუეტს ამაღლებს.

აირჩიეთ ჯინსები და ჩანთები თქვენი სიმაღლის შესაბამისად

თუ საშუალო სიმაღლის ხართ და მოტკეცილი ჯინსი გაცვიათ, იცოდეთ, რომ ეს უკანასკნელი ვიზუალურად დაბალს გხდით. ჩაიცვით ამგვარი ჯინსი მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე და მოკლე ზედაზე. ასევე შეგიძლიათ აკეცოთ შარვლის ბოლოები. ასე თქვენს ფიგურას უკეთ წარმოაჩენთ და თქვენი ფეხები ბევრად გრძელი გამოჩნდება.
ყურადღება გაამახვილეთ ჩანთის ზომაზეც. პატარა გოგოებისთვის პატარა ჩანთაა მიზანშეწონილი – არა უმეტეს 25 სანტიმეტრისა.

სცადეთ შარვალი-პალაცო

შარვალი-პალაცო არაჩვეულებრივი ვარიანტია დამალოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ფეხები უფრო გრძელი გამოაჩინოთ. შეარჩიეთ  მონოქრომატული ფერის ლაკონური მოდელი. შეკეცილი ზედა და მაღალწელიანი შარვალი – არასოდეს გადადის მოდიდან. ეს ზედა და ქვედა ტანის პროპორციებს კარგად იცავს და ვიზუალურად ზრდის ფეხის სიგრძესაც.

როგორ ვატაროთ კაბა-პერანგი?

კაბა-პერანგი ნებისმიერი ტიპის სხეულზე არაჩვეულებრივად მიდის. მაგრამ საშუალო ან დაბალი სიმაღლის გოგონებზე ასეთი კაბა ზოგჯერ არაპროპორციულად გამოიყურება. ამის გამოსწორება მარტივად შეიძლება. თქვენ დაგჭირდებათ ქამარი, შემდეგ კი უბრალოდ აიკეცეთ მკლავები.