სცადეთ ეს მეთოდები და სახლი ყოველთვის სისუფთავისგან იბრწყინებს-უმარტივესია!


fity

არაფერია სუფთა სახლზე უკეთესი, თუმცა ამ შედეგის მიღწევა ბევრ დიასახლის უჭირს, მიუხედავად უამრავი თანამედროვე საწმენდი საშუალებისა, ხშირად სამზარეულოსა და სააბაზანოში არსებული ჩამჯდარი ლაქები მაინც არ ქრება, გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, ყურადღებით გაეცანით და გაითვალისწინეთ!

სააბაზანოს ონკანები

მათეთრებელში დაასველეთ ბამბის ტამპონები ან ნაჭერი და შემოაწყეთ ონკანზე ობიანი ან ჭუჭყიანი ადგილის გარშემო, გააჩერეთ ერთი ღამით და დილით გარეცხეთ.

საარკეების გასუფთავება

მოამზადეთ შემდეგი ხსნარი: თანაბარი პროპორციებით აურიეთ ძმარი და წყალი, შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთიც და გაწმინდოთ სარკე.

ჟანგის მოშორება

გაჭერით ლიმონი შუაზე და მოაყარეთ მარილი, წაუსვით ლიმონი ჟანგიან არეს.


აბაზანის გასუფთავება

აავსეთ აბაზანა ცხელი წყლით და დაუმატეთ ცოტაოდენი მათეთრებელი მჟავა. გააჩერეთ ერთი ღამით და დილით გაასუფთავეთ.


სააბაზანოს მინის კარზე წყლის და ქაფის ლაქების მოშორება

გამოიყენეთ უხეში ფუნჯი და ნებისმიერი ლაქა მარტივად მოშორდება.

ასევე დაგაინტერესებთ: 15 სასარგებლო ხრიკი-გაიმარტივეთ ყოველდღიური პრობლემები!