სპორტის მოყვარულებს ეს სიახლე აუცილებლად გაახარებთ



ქართულ ინტერნეტ სივრცეში შეიქმნა სპორტული ანალიტიკური პორტალი, Croco.ge, რომელიც მომხმარებელს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს უამრავ ახალ, საინტერესო და ანალიტიკურ ინფორმაციას მსოფლიოში განვითარებულ სპორტულ მოვლენებთან დაკავშირებით. მისი მთავარი მიზანია ქართულენოვან აუდიტორიას გააცნოს ხარისხიანი ინფორმაცია, რომელიც დაყრდნობილი იქნება როგორც სტატისტიკურ, ისე თვისებრივ მონაცემებზე.
Croco.ge საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ უახლეს სპორტულ ინფორმაციებს, წაიკითხოთ საინტერესო ბლოგები და ანალიტიკური სტატიები.
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი სპორტული ამბები განთავსებული იქნება ამავე ვებ-გვერდზე და მომხმარებელს თავისთვის საინტერესო ინფორმაციის შერჩევა შეეძლება. Croco.ge-ის საშუალებით მიიღებთ აქამდე უცნობ ინფორმაციას თქვენთვის საყვარელ მოთამაშეებზე, მწვრთნელებზე თუ კლუბებზე. ჩვენი დახმარებით მომხმარებელი უკეთ გაეცნობა ახალი, ძველი და საზოგადოებისთვის უცნობი თუ ნაცნობი თემების დეტალურ ისტორიას. ანალიტიკური სტატიების სახით კი მიიღებთ მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი მატჩების ტაქტიკურ და სტატისტიკურ ანალიზს, ისევე როგორც წამყვანი მოთამაშეების პირადი სტატისტიკის, რეკორდების, მიღწევებისა და ტიტულების დეტალურ მიმოხილვას.

ამასთანავე, ინტერნეტპორტალი Croco.ge ქართული რეალობისთვის უნიკალურ სიახლეს გთავაზობთ. ჩვენი გუნდი სპეციალურად შემუშავებული კოეფიციენტების მიხედვით რეგულარულად განაახლებს ევროპულ ფეხბურთსა და ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში არსებულ ძალთა ბალანსს.

ე.წ. Power Ranking-ის მიზანი მსოფლიოში მიმდინარე მთავარი საფეხბურთო თუ საკალათბურთო მოვლენების ანალიზია. ფეხბურთის შემთხვევაში განხილულია ტოპ 5 ჩემპიონატის თითოეული გუნდის წაგება-მოგების ბალანსი, დამარცხებული მეტოქეები, ბურთების სხვაობა და სხვა მრავალი სტატისტიკური ფაქტორი, რომელიც ევროპული კლუბების ახლანდელი მდგომარეობის სრულ სახეს გვაძლევს. Croco.ge შემოგთავაზებთ საუკეთესო 20 გუნდს, რომელიც მიმდინარე სეზონში ფორმისა და შედეგების მიხედვით იქნება წარმოდგენილი.
თავისთავად, ფეხბურთი ქართული ყოველდღიურობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია და გასაგებია, რომ ჩვენ მხოლოდ ყოველდღიურ ნიუსებსა და ძალთა ბალანსზე არ შევჩერდებით. Croco.ge გთავაზობთ წამყვანი ჩემპიონატებისა და ჩემპიონთა ლიგის თითოეული ტურის დეტალურ პრევიუს, რომელშიც გუნდების წინასამატჩო მდგომარეობაა განხილული.

რაც შეეხება NBA-ს, პორტალი გთავაზობთ ნაციონალური საკალათბურთ ასოციაციის ყველა გუნდის უმთავრეს სტატისტიკურ მონაცემებს: ბალანსს, დაცვისა და შეტევის რეიტინგს და ქულათა საშუალო სხვაობას. მასზე და მიმდინარე სათამაშო ფორმაზე დაყრდნობით, მოგეცემათ საშუალება იხილოთ თითოეული გუნდის პოზიცია და რეალური მდგომარეობა. ძალთა ბალანსის სრულ ვერსიას თან დაერთვება ტექსტი, რომელიც ასოციაციაში მიმდინარე უმთავრეს სიახლეებსა და ტენდენციებს შემოგთავაზებთ.
ძალთა ბალანსის გარდა, Croco.ge ყოველდღიურად გთავაზობთ NBA დაიჯესტს, რომელიც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამართულ მატჩებზე დეტალურ ინფორმაციას გაწვდით.

ამასთანავე, Croco.ge-ს მეშვეობით, მოისმენთ რეგულარულ ქართულ სპორტულ პოდკასტს. მისი მთავარი მიზანია ქართულ თუ მსოფლიო სპორტში არსებული ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა განიხილოს. მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია, მსმენელთან აქტიური ინტერაქცია, სტატისტიკური თუ ნებისმიერი სხვა ტიპის ანალიზი Croco.ge-სთვის მუშაობის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. პოდკასტს დამატებითი პლიუსებიც გააჩნია. ის არა მკითხველზე, არამედ მსმენელზეა გათვლილი, რაც ადამიანებისთვის, რომელსაც მხედველობის პრობლემა, ან მცირე დრო აქვს, ეს საშუალება მისთვის ძალიან მოსახერხებელია.

კალათბურთისა და ფეხბურთის შემთხვევაში, პოდკასტს რეგულარული სახე ექნება, რომლის თემებს Croco.ge-ს გუნდი მომხმარებელთან ერთად შეარჩევს. მასში მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც თქვენთვის ყველაზე საინტერესოა, გექნებათ საშუალება მოისმინოთ საინტერესო ამბები, ღრმა სტატისტიკური მონაცემები და ის მნიშვნელოვანი ტრენდები, რომელიც მსოფლიო სპორტში არსებობს.
გარდა ტექსტური და აუდიო პროექტებისა, Croco.ge ასევე წარმოადგენს ვიდეო პორტალს. მისი საშუალებით მომხმარებელს შეეძლება იხილოს მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სპორტულ სახეობებში შემდგარი თითოეული მატჩის ვიდეო მიმოხილვა. გარდა ვიდეოსა, სტატიას თანდართული ექნება შეხვედრის დეტალური აღწერა, რომლის ანალიზსაც Croco.ge-ს ჯგუფი შემოგთავაზებთ.

სპორტული ინტერნეტ პორტალი ასევე რეგულარულად გთავაზობთ გარკვეულ ტრივიებს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეეძლება მოიგოს სხვადასხვა პრიზები. ტრივიებს ექნება გასართობი, ანალიტიკური და ასევე პროგნოზის სახე.

Croco.ge-ს მიზანია ქართულ საზოგადოებას მიაწოდოს ოპერატიული, სანდო, ხარისხიანი და დეტალური ინფორმაცია.