სპილო ტირილს იწყებს მას შემდეგ, რაც 50 წლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლებენ!


ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ 50 წლის განმავლობაში ეს სპილო დამწყვდეული, შებოჭილი და შეურაცხყოფილი იყო. მას ამ დატყვევებისგან ჭრილობებიც კი დარჩა.

საბედნიეროდ, ის გაათავისუფლეს. მისი მშველელი დიდი ბრიტანეთის ასოციაცია: „სოს ველური ბუნება“ აღმოჩნდა. რაჯუ თითქოს მიხვდა კიდეც, რომ ეს ადამიანები მისი მსხნელები იქნებოდნენ.

დაუჯერებელია, რომ რაჯუ 50 წლის განმავლობაში ჯაჭვებით იყო დაბმული და მას გადაადგილება შეზღუდულად შეეძლო.

„სოს ველური ბუნების“ წევრებმა სპილო გაათავისუფლეს. თავიდან რაჯუ სკეპტიკურად იყო განწყობილი, შემდეგ კი რაღაც მოხდა. მან თავი თავისუფლად იგრძნო და ტირილი დაიწყო.

გადამრჩენელთა ჯგუფი შოკში იყო: სპილო ტიროდა.

ერთ-ერთი მათგანი იხსენებს:

„ ეს ძალიან ემოციური იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ის მიხვდა, რომ ამიერიდან თავისუფალი იქნებოდა. სპილოები ძალიან ინტელექტუალური ცხოველები არიან. წარმოდგენაც კი გვიჭირს, რა წვალების გადატანა მოუხდა მას ნახევარი საუკუნის განმავლობაში.

ისინი ფიქრობენ, რომ რაჯუ პატარაობისას დედას ბუნებიდან მოსწყვიტეს. ის ალბათ უამრავ მეპატრონეს გამოიცვლიდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში. საბედნიეროდ, რაჯუ ახლა თავისუფალია.

რაჯუ ახლა ინდურ არაჩვეულებრივ წყნარ თავშესაფარში ისვენებს. იქ მეგობრებიც, ასევე გადარჩენილი სპილოები ჰყავს. ახლა მან იცის თავისუფლებისა და სიკეთის ძალა.