სისტემა, რომელიც წონაში ყველაზე სწრაფად დაგაკლებინებთ, ესაა ის, რაც ყველა დიეტას ჯობია


thumb (1)

1 დღის განმავლობაში მისაღები საკვების რაოდენობა 5-ზე გაყავით და დღეში 5-ჯერ მიირთვით. ამასთან დღეში 15 წუთი ვარჯიშს დაუთმეთ.

უარი თქვით ალკოჰოლზე, თუნდაც ძალიან ცოტას სვამდეთ. სასურველ შედეგს რომ მიაღწიოთ ლუდი, ღვინო, ვისკი და სხვა სასმელები საერთოდ არ უნდა დალიოთ.

შეცვალეთ ჭურჭელი – ეს ფსიქოლოგიური მომენტია, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. დიდი თეფშები პატარებით შეცვალეთ და შესაბამისად ულუფაც დაცოტავდება.

აწარმოეთ დღიური – ეს საუკეთესო დამხმარე საშუალებაა. თავიდან თქვენი წონა დაწერეთ და ყოველი ცვლილება ჩაინიშნეთ.

საკვები რაციონიდან ამოიღეთ პური, მაკარონი, მაიონეზი, სოსისი, კარაქი, გაზიანი სასმელები. თუ გახდომა გინდათ გირჩევთ დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული, მჭლე ხორცი და უცხიმო თევზი მიირთვათ.

ყოველ დილით კონტრასტული აბაზანა მიიღეთ, საღამოს კი წყლის მასაჟი მიიღეთ.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend