შევარჩიოთ იდეალური სათვალე სახის ფორმის მიხედვით


sa

სათვალე – ეს ის მნიშვნელოვანი აქსესუარია, რომელიც თქვენს იმიჯზე ბევრ რამეს ამბობს. იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ სათვალე, თავდაპირველად ყურადღება მიაქციეთ თქვენი სახის ფორმას.

როგორც ცნობილია, სახის ოთხნაირი ფორმა არსებობს: ოვალური, მრგვალი, გულისფორმის და ოთხკუთხა. იმისათვის, რომ გაარკვიოთ, რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი სახის ფორმა, შეიკარით თმა და შეისწავლეთ მისთვის დამახასიათებელი თვისებები.

ოვალური ფორმა

ოვალური ფორმისთვის დამახასიათებელია იდეალური პროპორციები, გამოწეული ღაწვები; ამასთან, საფეთქლებთან სახე ოდნავ განიერია, ვიდრე ქვედა ნაწილში. ასეთი სახის ფორმის მქონეთ ძალიან გაუმართლათ! მათ, პრაქტიკულად, სათვალის ყველანაირი ფორმა უხდებათ. შეგიძლიათ დაუსრულებლად იექსპერიმენტოთ და აირჩიოთ ის სათვალე, რომელიც უბრალოდ, ყველაზე მეტად მოგწონთ.

მრგვალი ფორმა

მრგვალი სახისთვის დამახასიათებელია დაწყობილი ნაკვთები, სახის ზედა და ქვედა ნაწილი თითქმის ერთმანეთის ტოლია. მრგვალი ფორმის მქონე ქალბატონებს მოუხდებათ სათვალის ის მოდელები, რომლებიც ვიზუალურად წინ წამოსწევენ სახეს. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ვიწრო სწორკუთხოვან ფორმებს, ასევე, მასიურ, ოთხკუთხა სათვალეს.

გულის ფორმა

ყველაზე რომანტიკული სახის ფორმის მქონე ქალბატონები გამოირჩევიან გამოწეული ღაწვებით, ფართო შუბლით და ვიწრო ნიკაპით. ამ შემთხვევაში სათვალის ფორმამ უნდა შექმნას ბალანსი სახის ზედა და ქვედა ნაწილს შორის. ამიტომაც შეარჩიეთ ღია ფერის შუშებიანი მოდელები. სათვალის ძალიან მუქი ან მასიური ფორმებისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ.

ოთხკუთხედი ფორმა

ოთხკუთხედი სახის ფორმა გამოირჩევა ფართო ნიკაპით, მკვეთრი კუთხეებით და მაღალი შუბლით. ამ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიანიჭოთ მრგვალ ან ოვალური ფორმის სათვალეს; ძალიან მოგიხდებათ ე.წ. სათვალე-პეპელა ან ფორმა “კატის თვალი”. ასეთი მოდელები შეარბილებს ქვედა ყბის მკვეთრ ხაზე და გაათანაბრებს პროპორციებს.

Marao.ge

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend