ჩვენს შესახებ

რატომ დავიწყეთ?

არ დაიღალეთ ინტერნეტში გავრცელებული უაზრო ამბებით, მუდმივი ნეგატივით, მომაბეზრებელი ტყუილებით? ჩვენ ყელში ამოგვივიდა ეს ყველაფერი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა საიტი, რომელიც არ იქნებოდა სხვების მსგავსი, საიტი სადაც არ მოვატყუებდით ხალხს, საიტი სადაც ნეგატივზე უარს ვიტყოდით, საიტი რომელიც ეყვარებოდა მომხმარებელს და სწორედ ამ მიზნით დაიწყო პროექტი Aww.ge.

რა არის Aww.ge?

Aww.ge არის ვებ-საიტი, რომელიც შევქმენით 2014 წლის ბოლოს, ჩვენი მთავარი მიზანი არის გაგიზიაროთ მსოფლიოში მომხდარი პოზიტიური ამბები. ჩვენ ყოველდღიურად ვიძიებთ სიახლეებს, სიახლეებს რომლებიც იქნება საინტერესო, გამოიწვევს ემოციას და ვცდილობთ ეს ყველაფერი თქვენამდე მოვიტანოთ.

რატომ Aww?

Aww – An expression of endearment, or when you feel like something is cute/sweet/touching/whatever
Aww-ს წარმოვთქვამთ მაშინ, როცა ვხედავთ რაიმე საყვარელს, სასიამოვნოს, შევიგრძნობთ თბილ, აღმაფრთოვანებელ ემოციებს. სწორედ ასეთი ემოციები გვინდოდა გამოეწვია ჩვენს სტატიებს თქვენში და სწორედ ამიტომ Aww.

მადლობა!!!

მადლობა იმიტომ, რომ ყოველდღიურად 60 000 თქვენგანი სტუმრობს ჩვენს გვერდებს, მადლობა, იმიტომ, რომ ჩართული ხართ, გვიზიარებს თქვენს აზრს და გვეხმარებით სტატიების გავრცელებაში.
და ბოლოს ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ დადებითი სიტყვისთვის რაც ჩვენი გუნდისთვის მოგიწერიათ

გპირდებით!!!

• მუდმივად გაგიზიარებთ დადებითი ემოციის გამომწვევ სტატიებს;
• მოგაწვდით ქართულ ბაზარზე უნიკალურ კონტენტს;
• მუდამ გავითვალისწინებთ თქვენს შენიშვნებს;
• არასოდეს მოგატყუებთ.

და რაც მთავარია ჩვენ დავარღვევთ სტერეოტიპებს და არასოდეს გავაფუჭებთ ხარისხს!!!


Warning: array_unique() expects parameter 1 to be array, null given in /home/alterway1/public_html/aww.ge/wp-content/themes/delipress/functions.php on line 719

Warning: array_unique() expects parameter 1 to be array, null given in /home/alterway1/public_html/aww.ge/wp-content/themes/delipress/functions.php on line 763