შეინახეთ პომიდორი ზამთრისთვის მხოლოდ 2 ინგრედიენტის გამოყენებით! მოგეწონებათ…


დაგჭირდებათ:

• 5-6 ს. კ მდოგვის ფხვნილი
• პომიდორი

მომზადება:

1. ჩაუტარეთ ქილებს სტერილიზება. გარეცხეთ პომიდორი და გააშრეთ.

2. მშრალი კოვზით ამოიღეთ ჯამიდან მდოგვის ფხვნილი, კარგად გაავსეთ კოვზი და ჩაყარეთ მშრალ ქილებში.

3. ჩააწყვეთ ქილაში პომიდორი, ეცადეთ ერთმანეთზე არ დაალაგოთ და ძირში ერთ ფენად ჩააწყოთ. ისევ მოაყარეთ მდოგვი. ეცადეთ ამგვარი ფენები ააწყოთ, მანამ სანამ ქილა არ გაივსება. ბოლო პომიდორის ჩადების შემდეგ, მოხუფეთ ქილა სტერილური თავსახურით.

4. გადმოაბრუნეთ ქილა და რამდენჯერმე დაატრიალეთ, რომ მდოგვი თანაბრად გადანაწილდეს. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას.

ასევე დაგაინტერესებთ: კომბოსტოსა და სტაფილოს მარინადის მარტივი და გემრიელი რეცეპტი! ეს უნდა იცოდეთ…