შაქრის გამოყენების 5 არაორდინალური მეთოდი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას გაგიმარტივებთ


Several types of white sugar - refined sugar and granulated suga

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორი საზიანოა შაქარი ჯანმრთელობისათვის, მაგრამ იშვიათად თუ გაიგებთ რაიმეს მის სარგებლიანობაზე.
გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გამოყენებითაც, სახლში, ყოველდღიურ საქმეებთან გამკლავება უფრო იოლი გახდება. 🙂

იცოდით, რომ თუ ლარნაკში, ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც წყალს გამოვუცვლით, ერთი სუფრის კოვზ შაქარს ჩავყრით, ყვავილები უფრო დიდხანს გაძლებენ?
მცენარეებს გამოაცოცხლებს თუ მათ შაქარს მოაყრით. ის ნიადაგში აღწევს და ყვავილებს ენერგიას ჰმატებს. ეს ინგრედიენტი, ასევე, იგივე ეფექტს ახდენს ბალახზეც.

თუ არ გსურთ, რომ ნამცხვრები გამაგრდეს, მათ კონტეინერში მოათავსეთ შაქრის ნატეხები. ისინი, ასევე, ხელს უშლის ყველის დაობების პროცესს.

თუ ჯინსს ბალახის ლაქას ვერ აშორებთ, ნახევარ ფინჯან შაქარს დაამატეთ წყალი, აურიეთ და მასა ტანსაცმლის ჭუჭყიან ადგილას დაადეთ. შემდეგ კი, გარეცხეთ. თუ ლაქა ისევ დარჩება, იგივე გაიმეორეთ.

მაზუთით დასვრილ ხელებზე საპონი დაისხით და იმავე რაოდენობის შაქარი დაიყარეთ. მისი ლაქა აღარც დაგრჩებათ, ხელები კი – დაგირბილდებათ.

2 ფინჯანი წყალი და ნახევარი ფინჯანი შაქარი შეურიეთ ერთმანეთში. ნარევი აადუღეთ. შეგიძლიათ, დაუმატოთ შავი წიწაკაც. სითხე გააციეთ და ჩაასხით ბოთლში, რომელსაც იმ ადგილას დადგამთ, საიდანაც ბუზების მოშორება გსურთ.

ასევე დაგაინტერესებთ: ის აჭრის სახელოებს ძველ მაისურს და რამდენიმე მარტივი მოძრაობით ვიღებთ ულამაზეს ტოპს

მამაკაცის საცვლისგან ქალის მოდური სამოსის შექმნა მარტივია! მხოლოდ მაკრატლის გამოყენებით

loading...