შაქარი – საშუალება, რომელიც ზედმეტ თმას მოგაშორებთ! ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!


შაქრის ეპილაცია – ეს ნამდვილი აღმოჩენაა. თუ ამ ხერხით დაიწყებთ ზედმეტი თმის მოშორებას, სხვა საშუალებები უაზროდ მოგეჩვენებათ.

შუქარინგი დაგეხმარებათ თმა ძირიანად მოიშოროთ. ეს ნატურალური საშუალებაა და კანის ნებისმიერ ტიპზე მიდის, ყველაზე მგრძნობიარესა და ალერგიისკენ მიდრეკილისთვისაც კი.


როგორ გავიკეთოთ შაქრის ეპილაცია?

ინგრედიენტები:

• 6 ს/კ შაქარი

• 2 ს/კწყალი

• 1 ს/კ ლიმონმჟავა

მომზადება

1. წყალი და შაქარი აურიეთ და დაბალ ცეცხლზე მოათავსეთ. ადუღების შემდეგ ლიმონმჟავა დაუმატეთ. მოურიეთ ხოლმე.

2. როცა შაქრის ნარევის ფერი თაფლის ფერს დაემსგავსება, შეამოწმეთ რამდენად მზადაა ის. ჩააწვეთეთ წყლის ჭიქაში. თუ წვეთი არ გავრცელდა, ნარევი მზად ყოფილა.

3. მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერში და ოთახის ტემპერატურაზე გააციეთ.

პროცესის დაწყებამდე კანი ტალკით დაიმუშავეთ. შაქრის მასა წაისვით თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით. ქსოვილის მოგრძო ნაჭერი დაიკარით მაგრად. ერთი ხელით დაიკავეთ კანი, მეორეთი კი ქსოვილი აახიეთ.
პირველი ცდის შემდეგ ყველა თმა არ მოგშორდებათ, ეს ნორმალურია. გაიმეორეთ პროცედურა კიდევ ერთხელ. ამ პროცედურისგან გამოწვეული დისკომფორტი ნამდვილად გიღირთ, რადგან თმა 2-3 კვირა არ გაიზრდება.

მაჰმადიანი ქალები, რომლებიც მთელი ტანიდან იქრობენ თმას, უხსოვარი დროიდან ამ მეთოდს იყენებენ. შაქრის ეპილაცია ბიკინისა და იღლიების ზონისთვისაც კი შეიძლება.