ამ სეზონის ჰიტი – გერმანული ნაწნავი. გაიკეთეთ მოდური ვარცხნილობა – ვიდეოგაკვეთილი


11186439_902723076452465_1454730713_n

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ დავიწნათ ჩინებული მოდური ნაწნავი. ამ სტილის შესაქმნელად აუცილებელია გქონდეთ გრძელი და ხშირი თმა. თუ ასეთ ნაწნავს პირველად იწნავთ, არ გაგიკვირდეთ, რომ შესაძლოა, თავიდან, გაგიჭირდეთ. პრაქტიკის გავლის შემდეგ, თქვენ არაჩვეულებრივ შედეგს მიიღებთ.

თმის უფრო მეტი ნაწილი გადაიყავით თავის იმ მხარეს, რომელზეც გსურთ, რომ ნაწნავი დაიწნათ. შემდეგ, მთლიანი თმა იმ მხარესვე გადაიტანეთ. დაივარცხნეთ თმა.

თავიდან, აიღეთ სამი კულული და დაიწანით ნაწნავი, ოღონდ, დაიწანით ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები – არა ზემოდან, არამედ – ქვემოდან. თმის სხვა ნაწილებიც შეურიეთ დაწვნის პროცესს – დაიწყეთ მარჯვნიდან, შემდეგ მარცხენა ნაწილი. უნდა იცოდეთ, რომ თმას ქვემოთა მიმართულებით კი არა, უკანა მხარის მიმართულებით იწნით. ასე განაგრძეთ. დაიწანით თმის სხვადასხვა ნაწილები. თმის უკანა ნაწილიც დაწანით. ბოლოს, თმის უკანა ნაწილის მთლიანი რაოდენობაც დაწანით.

აიღეთ უფრო მეტი თმა თმის მარჯვენა ნაწილიდან, შუა ნაწილიდან და მარცხნიდან და განაგრძეთ დაწვნა უკანა მხარის მიმართულებით. ნაწნავი ბოლომდე დაიწანით.

დაიწყეთ წინა ნაწილიდან და შიგნიდან ნელა და ნაზად ამოწიეთ თმა. თუ წინ შეჭრილი თმა გაქვთ, მითუმეტეს, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თმას ძალიან ძლიერად არ წევთ. სხვა შემთხვევაში, ვარცხნილობა გაფუჭდება. შეიკარით ნაწნავი და თმის მეორე მხარეს, უკან, ჩამოშლილი თმა სარჭებით დაიმაგრეთ. (1-2 ცალი საკმარისია).

სულ ეს არის! დარწმუნებული ვარ, ძალიან ლამაზი ხართ! :)

loading...