სენსაციური სიახლე – ქუთაისთან ახლოს განძი აღმოაჩინეს!


ვრცელდება ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში სენსაციური აღმოჩენის შესახებ.

არსებული მონაცემებით, საქართველოს განძის დაცვის პოლიციამ, ქუთაისთან ახლოს დიდი რაოდენობით ძველქართული მონეტები აღმოაჩინა. წინასწარი მონაცემებით, მონეტების საერთო ღირებულება შესაძლოა ათეულ მილიონობით ლარს აღწევდეს. ნაპოვნი განძეული კი სავარაუდოდ ქართული ისტორიული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად

ინფორმაციით, განძი ქუთაისთან ახლოს, მდინარე სავერცხლიას ხეობაში იპოვეს.

დამატებითი ინფორმაცია, თუ რა რაოდენობისაა აღმოჩენილი მონეტები, რომელი საუკუნით თარიღდება, ან რა მასალისგანაა დამზადებული, ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამასთან, როგორც განძის დაცვის პოლიციის პრესსამსახური აცხადებს, იმის გამო რომ არსებობს ხალხის დიდი ნაკადის თავმოყრის და თვითნებური არქეოლოგიური გათხრების დაწყების საფრთხე, არ სახელდება ნაპოვნის ზუსტი ადგილმდებარეობა.

ჩვენი ინფორმაციით, აღმოჩენილ მონეტებს უტარდება ექსპერტიზა და შესაბამისი უწყებები რამდენიმე დღეში სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ: 48 წამში დანახული ორსულობა! აი რა მოსდის ქალის ორგანიზმს 9 თვის განმავლობაში…