სელფის ხშირი გადაღება გარკვეულ ფსიქოლოგიურ და პიროვნულ არეულობას უკავშირდება!


selfie-fi

ყველას გვყავს სულ მცირე 1 ან 2 მეგობარი, რომელიც ყოველთვის სელფის იღებს.
იცოდით, რომ ფსიქოლოგებმა სელფის ხშირი გადაღება გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს დაუკავშირეს?

ამერიკული ფსიქიატრიული ასოციაციის დასკვნის მიხედვით, დღეში სულ მცირე 3 სელფის გადაღებაც, კი გარკვეული პრობლემისკენ მიგვითითებს.

ნარცისიზმი

კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ნარცისიზმის ბევრი ნიშანი აღენიშნებათ, იღებენ ყველაზე მეტ სელფის. შემდეგ კი ათავსებენ სოციალურ მედიაში. დაპოსტვის შემდეგ სელფის შეცვლა კი ნარცისიზმის ყველაზე დიდი მანიშნებელია.
ამ ტიპის ადამიანებს ფუნქციისთვის ყურადღება სჭირდება. სელფის დაპოსტვით ისინი ყურადღებას მოწონებებისა და კომენტარების სახით იღებენ,

დისმორფოფობია

„ 3 პაციენტიდან 2 დისმორფიით იტანჯება. აქედან გამომდინარე ისინი რაც შეიძლება მეტ სელფის იღებენ“, – ამბობს ფსიქიატრი დევიდ ველი.

ამ დაავადების მქონე ადამიანებს საკუთარი გარეგნობა არ მოსწონთ და თავს 1000 ნაკლს უძებნიან.

ბრიტანელი 19 წლის ბიჭი, დენი ბოვმენი, სელფის გადაღებას ლამის შეეწირა კიდეც. ის დისმორფი გახლავთ. როგორც აღმოჩნდა, ბიჭი 6 თვე სახლიდან არ გადიოდა და ყოველდღე დაახლოებით 200 სელფის იღებდა. აქედან კი არცერთი არ მოსწონდა.

თვითშეფასების დაბალი დონე

ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ექსპერტის ტინა სადრის თქმით, სელფების ხშირი პოსტვა საკუთარი თავის პრეზენტაციის ერთ-ერთი სტრატეგიაა თვითშეფასების დაბალი დონის ადამიანებში.

როცა ტინეიჯერი გოგონა პროვოკაციულ სელფის დებს და 300 მოწონებას იმსახურებს, მისი გაზრდილი თვითშეფასება არ არის რეალური.