სედრის სუარესმა განაცხადა თუ რა უთხრა რონალდომ გასახდელში გუნდს


ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელები რონალდოს ტრავმას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ კაპიტანმა მათი მოტივირება შეძლო.

როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებების ფინალურ მატჩში, კრისტიანო რონალდო დიმიტრი პაიესთან ორთაბრძოლისას დაშავდა და მოედანი 25-ე წუთზე დატოვა.

„გუნდისთვის ეს ძალიან რთული მომენტი იყო. ვფიქრობ, ყველანი შოკში ვიყავით, თუმცა ტაიმებს შორის, შესვენებაზე, რონალდომ საოცარი სიტყვებით მოგვმართა – „ხალხს მოუსმინეთ, დარწმუნებული ვარ ამ ტურნირს მოვიგებთ, ასე რომ ამისათვის ერთად იბრძოლეთ“. ეს დაუჯერებელი იყო, მთელმა გუნდმა საოცარი საქციელი გვაჩვენა და ყველას დავანახეთ, რომ ერთად დგომით ბევრად უფრო ძლიერები შეუძლიათ იყვნენ“, – აღნიშნა პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა – სედრიკ სუარესმა.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend