სავარჯიშო, რომელიც მხედველობას 7 დღეში აუმჯობესებს. ამის შემდეგ უკეთ დაინახავთ


thumb1

ამ სავარჯიშოების დახმარებით შეძლებთ, რომ მხედველობა გაიუმჯობესოთ.

1. დღის სინათლეზე, გაშლილ სივრცეზე აარჩიეთ ობიექტი. უმჯობესია თუ ეს ნაწერი იქნება. ობიექტიდან ისეთი დაშორებით დადექით, რომ ნაწერი არ იკითხებოდეს. თვალები რამდენჯერმე დაახამხამეთ და შეეცადეთ ნაწერი წაიკითხოთ. ამ სავარჯიშოს კეთება 1 საათის განმავლობაში შეგიძლიათ.

2. დღის სინათლეზე, გაშლილ სივრცეზე რამდენიმე ობიექტი აარჩიეთ. სათითაოდ შეხედეთ ყველა ობიექტს და თან თვალები იქამდე ახამხამეთ სანამ კარგად არ აღიქვამთ თითოეულ მათგანს.

3. თვალები ხელებით დაფარეთ. მარჯვენა თვალზე მარჯვენა ხელი დაიდეთ მარცხენაზე კი მარცხენა ხელი და ეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად ეცადეთ შეცვალოთ ქაოსურად განლაგებული ფიგურები ერთფეროვანი სიბნელით.

4. დღის სინათლეზე, გაშლილ სივრცეზე აარჩიეთ ობიექტი. გირჩევთ მსხვილი ასოებით ნაწერი დაფა აარჩიოთ. თვალები ახამხამეთ და ყოველ გახელაზე ფოკუსირდით ჯერ ერთ ასოზე შემდეგ კი მთლიან დაფაზე.

5. აირჩიეთ ობიექტი და თვალების მოძრაობით რვიანი დახაზეთ. ეს სავარჯიშო საგნის აღქმას უფრო გაგიადვილებთ.

6. აირჩიეთ ობიექტი და დაიწყეთ მასზე დაკვირვება. ყოველ დეტალზე დაკვირვებისას თვალები წრიულად ამოძრავეთ და ეცადეთ ამ პროცესის დროს იმ კონკრეტულ დეტალზე ფოკუსირდეთ.

ყურადღება!

ყველა სავარჯიშო მოდუნებულ და კომფორტულ მდგომარეობაში აკეთეთ. კატეგორიულად იკრძალება თვალების გადატვირთვა!

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend