სარეცხი მანქანის გაწმენდის ყველაზე ეფექტური ხერხი– დაივიწყეთ ობის შესახებ!


რა მოვიმოქმედოთ როცა სარეცხ მანქანაში რეცხვის შემდეგ, ტანსაცმელზე უსიამოვნო ობის სუნი რჩება? თქვენ მხოლოდ და მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ: Clorox–ის მათეთრებელი საშუალება და 450 მლ თეთრი ძმარი.

არ შეურიოთ ერთმანეთს ეს ინგრედიენტები. მათეთრებელი თბილ წყალში გახსენით, პროპორციით 1:1. მიღებულ ნარევში ქსოვილის ნაჭერი დაასველეთ და მანქანა გაწმინდეთ. შემდეგ ის ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე ჩართეთ იმისთვის, რომ მათეთრებელი მოშორდეს.

ამის შემდეგ კი, დაამატეთ ძმარი და მანქანა ისევ მაღალ ტემპერატურაზე ჩართეთ. სარეცხი მანქანა სუფთაა!

ასევე დაგაინტერესებთ: მან სოდა და ჭურჭლის სარეცხი სითხე ერთმანეთს შეურია. ეს ყველა მშობელმა უნდა გააკეთოს