საოცარი მეცნიერული ხრიკები-გაახალისეთ ბავშვები ექსპერიმენტებით


გთავაზობთ სახალისო ექსპერიმენტებს, რომლებიც ნამდვილად ყველა ბავშვს მოეწონება, ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას და სცადეთ თქვენც!

კვერცხი ბოთლში

თქვენ დაგჭირდებათ: კვერცხი, ბოთლი, ბოსტნეულის ზეთი (სიმინდის), ქაღალდი.
ექსპერიმენტი: მოხარშეთ კვერცხი და მოაშორეთ ნაჭუჭი. ბოთლის ყელზე წაუსვით ცოტაოდენი ზეთი, მოუკიდეთ ქაღალდს ცეცხლი და ჩააგდეთ ბოთლში, დაადეთ კვერცხი და ნახავთ როგორ ჩაეტევა შიგნით.

კოკა-კოლას შადრევანი

თქვენ დაგჭირდებათ: დიეტური კოლას 2 ლიტრიანი ბოთლი, მენთოსის 5 ბურთულა.
ექსპერიმენტი: უმჯობესია გააკეთოთ ეზოში, წინააღმდეგ შემთვევაში შესაძლოა დასვაროთ კედლები. მენთოსის ბურთულები ერთიანად ჩაყარეთ კოკა-კოლით სავსე ბოთლში, მოშორდით სწარაფდ.

კბილის პასტის სპილო

თქვენ დაგჭირდებათ: პლასტმასის ბოთლი, მშრალი საფუარი, 6 %-ანი წყალბადის ზეჟანგი, საკვების საღებავი, თხევადი საპონი ან ჭურჭლის სარეცხი ჯელე, წყალი.
ექსპერიმენტი: მოათავსეთ ბოთლი ჯამში ან საცხობ ფორმაში. ჩაასხით ბოთლში ნახევარი ჭ წყალბადის ზეჟანგი, დაუმატეტ თხევადი საპონი, ცოტაოდენი საღებავი. ცალკე ჭიქაში აურიეთ 2 ს/კ თბილი წყალი და 1 ს/კ საფუარი, გააჩერეთ 2 წუთით და ჩაასხით ბოთლში. ქაფი მომენტალურად ამოვა.

შიგნიდან მოხატული ყინული


თქვენ დაგჭირდებათ: ყინულის ფორმები, ლანგარი, მარილი, საკვების საღებავები, ჩაის კოვზი ან პიპეტი.
ექსპერიმენტი: მოათავსეთ საყინულეში ფორმებით წყალი. დილით გამოიღეთ ყინულები, გადმოაბრუნეთ ლანგარზე. ცალკე ჭურჭელში მოამზადეთ მარილის ძლიერი ხსნარი და დაუმატეთ საღებავები. პიპეტის დახმარებით დააწვეთეთ ყინულებს.

წვიმა სახლში

თქვენ დაგჭირდებათ: კონტეინერი ან ჯამი, წყალი, პიპეტი ან ჩაის კოვზი, სარეცხი სითხე და საკვების თხევადი საღებავი.
ექსპერიმენტი: ჩაასხით კონტეინერში წყალი და გამოიყენეთ სარეცხი საშუალება სქელი ქაფის მისაღებად. შემდეგ აიღეთ პიპეტი და დააწვეთეთ საკვების საღებავი ქაფიან ზედაპირზე.

ანთებული ასანთი

თქვენ დაგჭირდებათ: ასანთის ღერი, ფარანი.
ექსპერიმენტი: აანთეთ ასანთის ღერი და მიიტანეთ კედელთან 15 სანტიმეტრის დაშორებაზე. მიანათეთ ფარანი და კედელზე მხოლოდ ასანთის ღერისა და ხელის ჩრდილი გამოჩნდება.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შევქმნათ კბილის ჯაგრისისგან საზაფხულო სამაჯური? ძალიან მარტივი და ლამაზია…