სალათი ლავაშით – ორიგინალური ხერხი სადღესასწაულო სუფრის გასაფორმებლად


maxresdefault

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

უბრალო სალათი შეგიძლიათ ორიგინალურად მიირთვათ, ამისთვის კი მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო.

პირველ რიგში ლავაში 24 ცალ 10 სანტიმეტრიან კვადრატად უნდა დაყოთ. ამის შემდეგ 1 ათქვეფილი კვერცხი კვადრატს შუაგულში წაუსვით და ზემოდან მეორე კვადრატი დაადეთ. იმისთვის რომ პატარა კალათი ლამაზი გამოვიდეს ლავაში მაფინის ფორმებში უნდა ჩადოთ და საცხობში 180 გრადუსზე 10-15 წუთით გააჩერეთ. მის გამზადებამდე კი სალათა მოამზადეთ.

სალათის ინგრედიენტები:

2 კვერცხი;

კრაბის ჩხირები;

1 კიტრი;

კამა;

წიწაკა;

მაიონეზი.

მომზადების წესი:

დაჭერით 2 მოხარშული კვერცხი, დაამატეთ კრაბის ჩხირები და კუბიკებად დაჭრილი კიტრი, მოაყარეთ კამა, წიწაკა და რამდენიმე კოვზი მაიონეზი დაამატეთ. ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად აურიეთ.

გამზადებული ლავაშის ჩასადები ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან, რადგან ძალიან ნაზია და შეიძლება ადვილად დაიფშვნას. შემდეგ კი სალათი ყველაში თანაბრად გადაანაწილეთ.

loading...