სახის ჩინური რუკა დაგეხმარებათ გაარკვიოთ რომელი ორგანო გაწუხებთ!


ჩვენს ორგანიზმში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. თუ რამე გვტკივა, ეს ტკივილი ორგანიზმის სხვა ნაწილშიც შეიძლება წარმოიქმნას.

არსებობს სახის ჩინური რუკა, თეორია, სადაც ყველა ორგანოს უკავშირდება სახის გარკვეული ნაწილი.

შარდის ბუშტი და კუჭ-ნაწლავი – შუბლი

არაჯანსაღი საკვები, სტრესი, ზედმეტი ალკოჰოლი და შემცირებული ძილი ჩვენს შუბლზე ინფექციებს აჩენს. ეს ნიშანია იმის, რომ ჩვენი კუჭ-ნაწლავი ცუდ დღეშია. ამიტომ უნდა ვფოკუსირდეთ ჯანსაღ საკვებზე, რომლებსაც კარგად დავღეჭავთ, მივიღოთ პრობიოტიკები, დავლიოთ ბევრი წყალი, გავაქროთ ალკოჰოლი ჩვენი ცხოვრებიდან და დავტკბეთ ძილით.

წარბებს შუა – ღვიძლი

ღვიძლის დამსახურებით ჩვენ გამოვდევნით ტოქსინებს ორგანიზმიდან. მაგრამ ის ძნელად მუშაობს მაშინ, როცა ჩვენ ვჭამთ ზედმეტ ხორცს ან ისეთ საჭმელს, რომელზეც ალერგიულები ვართ. ჭამეთ ნაკლები ხორცი და მეტი ბოსტნეული.

წარბები – თირკმელები

დეჰიდრაცია თირკმელებზე მოქმედებს. დეჰიდრაციის მიზეზები შეიძლება იყოს : მოწევა, ალკოჰოლი. ამიტომ სვით ბევრი წყალი, ეცადეთ მოერიდოთ ყავას, ალკოჰოლს, მარილიან საჭმელებს. შეცვალეთ სუფრის მარილი ზღვის მარილით.

ცხვირი -გული

სახლისა და გარეთა ჰაერის დაბინძურება, ცუდი ცირკულაცია, მაღალი არტერიული წნევა გულზე მოქმედებს. სცადეთ ვარჯიშები, მწვანე ჩაი ( ის ტოქსინებისგან გაგათავისუფლებთ) .

ზედა ლოყები – ფილტვები

ჰაერის დაბინძურება, მოწევა და ასთმა კანზე მოქმედებს. ეცადეთ ფიზიკური აქტივობები გაზარდოთ, გამონაბოლქვს ერიდოთ და შეწყვიტოთ მოწევა. სვით ბოსტნეულის წვენები. განსაკუთრებით კარგია ის ბოსტნეული, რომელიც მწვანეა. მწვანე ფოთლები არიან პლანეტის ფილტვები, ზუსტად ამიტომ ისინი ჩვენი ფილტვებისთვისაც არაჩვეულებრივია.

ლოყები – ფილტვები და თირკმელები

მოწევა, არაჯანსაღი საჭმელი და მაღალი სტრესი სახის ამ არეაზე მოქმედებს. თირკმელების მეგობრები არიან კიტრი, ზღვის მარილი, ბევრი წყალი.

პირი და ლოყები – კუჭი

ბევრი ცხიმი და შემწვარი საჭმელი დიდ პრობლემებს იწვევს. ამიტომ ეცადეთ დააბალანსოთ თქვენი რაციონი.

ყბა და კისერი – ჰორმონები

არაჯანსაღი საჭმელი, გამონაბოლქვი, არასაკმარისი წყალი უარყოფითად მოქმედებს ჰორმონის დონესა და ბალანსს. მიიღეთ ორგანული საჭმელი.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!