რუნიმ საუკეთესო თანაგუნდელები დაასახელა


უეინ რუნის განცხადებით, საუკეთესო თანაგუნდელები, ვის გვერდითაც მანჩესტერ „იუნაიტედში“ უთამაშია, პოლ სქოულზი და კრისტიანო რონალდო არინ.

30 წლის ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდზე“ 2004 წელს გადაბარგდა და არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა – სქოულზთან და რონალდოსთნ ერთად.

„სქოულზი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მისი პასები, ხედვა და მანერა, რომლითაც თამაში მიჰყავდა წარმოუდგენელი იყო. რონალდო განსაკუთრებულია, იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“, – განაცხადა რუნიმ.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend