რონალდო რეალის წარმატების მთავარ შემოქმედს ასახელებს


554t5t

კრისტიანო რონალდოს განცხადებით, ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეული წარმატება დიდწილად ზინედინ ზიდანის დამსახურებაა.

რონალდომ, რომელმაც გასულ სეზონში ჯამში 51 გოლი გაიტანა, ზიდანის შესახებ ისაუბრა:

„გასულ სეზონში მიღწეული წარმატების მთავარი შემოქმედი ზიდანი იყო. იგი მოვიდა და ჩვენგან მაქსიმუმი მოითხოვა. ზიზუ დიდებული პროფესიონალი და კარგი ადამიანია. ჩემი აზრით, მისი, როგორც მწვრთნელის საუკეთესო თვისება ისაა, რომ მას ჩვენი დამშვიდება შეუძლია. ზიდანი მეტ ნდობას იმსახურებს და ძალიან მიხარია, რომ იგი ჩვენთანაა“, – განაცხადა რონალდომ.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend