როგორ ვუმკურნალოთ ფეხის თითებს ქირურგიული ჩარევის გარეშე? ეფექტური ვარჯიშია


Straighten-Toes-Step-16

თუ ფეხის თითებზე პრობლემები გაქვთ შესაძლებელია, რომ ქირურგიული ჩარევის გარეშე მოაგვაროთ, ამისთვის შემდეგი სავარჯიშოები ყოველ დღე უნდა გააკეთოთ.

ამ სავარჯიშოს დახმარებით ფეხის დეფორმირებული თითების გასწორება შესაძლებელია. ამისთვის 3 მეთოდი არსებობს.

სანამ ვარჯიშების შესრულებას დაიწყებთ ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაშია თუ ართრიტი და დიაბეტი გაწუხებთ.

ამ ვარჯიშის გაკეთება ნეკა თითით დაიწყეთ და ცერ ათი დაამთავრეთ. აწიეთ თითი რაც შეიძლება მაღლა და ისევ იატაკზე დადეთ. ვარჯიში ორივე ფეხის ათივე თითზე გაიმეორეთ.

თითები ერთმანეთს დააშორეთ და ისევ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნეთ.

დაალაგეთ იატაკზე ბურთულები და ეცადეთ ფეხის ყველა თითით აიღოთ ისინი. ეს ვარჯიში ფეხის თითის სახსრებს ამაგრებს.

თუ ფეხსაცმელი რომელიმე თითზე გაჭერთ აუცილებლად ახლით შეცვალეთ. დაშორება ცერა თითს და ფეხსაცმლის წვერს შორის 1-1.2 სმ. უნდა იყოს. პრობლემური ფეხის თითების შემთხვევაში გირჩევთ სპორტული ფეხსაცმელი ან სანდლები ჩაიცვათ.

გამოიყენეთ კორექტორი. ის ფეხის თითების ფორმას დროთა განმავლობაში აუმჯობესებს.

მაზოლის შემთხვევაში გამოიყენეთ პემზის ქვა და სალიცილის მალამო. ეს მის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს.

თუ ეს ვარჯიშები 1 თვის შემდეგ არანაირ შედეგს არ მოგცემთ მაშინ ქირურგიული ჩარევისთვის ექიმს მიაკითხეთ.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend