როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად და როგორ დავიკლოთ წონაში? ეს რაციონი თქვენთვისაა!


თუ კი სერიოზულად აპირებთ გახდომას, თქვენ ფასტფუდს აღარ უნდა მიეკაროთ.

ჩვენ შეგიდგინეთ რაციონი ისეთი საჭმელებისგან, რომლებიც მარტივად მზადდება და გემრიელიც გამოდის.

არ არის საჭირო მთელი ცხოვრება დიეტაზე ისხდეთ. გახდომისთვის აუცილებელია კვების სწორი რეჟიმი. ზოგი გეტყვით, რომ ეს რთულია. სინამდვილეში კი ეს წესები ძალიან მარტივია. მთავარია ისინი ჩვევად გადაიქციოთ!

სწორი კვება გახდომისთვის!

დაიწყეთ დილა ლიმონიანი წყლით. ადუღებულ თბილ წყალს დაუმატეთ ლიმონის წვენის რამდენიმე წვეთი. ასევე მიეჩვიეთ ჭამამდე 40 წუთით ადრე წყლის დალევას.

ისაუზმეთ ერთი და იმავე დროს 8 საათიდან 9 საათამდე.

იდეალური საუზმის მაგალითი – შვრია წყალში. შეგიძლიათ ამას დაუმატოთ დარიჩინი, თაფლი და ბერძნული თხილი. ეს საჭმელი მოგცემთ ენერგიას, ძალას. ასევე საუკეთესოა ფრჩხილების, თმისა და კანის ჯანმრთელობისთვის.

მსუბუქი საუზმე 10:30-იდან 11:30-მდე.

ახალი ან გამომცხვარი ვაშლი თაფლთან და დარიჩინთან ან ნაკლებ-ცხიმოვან ხაჭოსთან და ნატურალურ იოგურტთან ერთად.

სადილი 12:00-დან 13:30-მდე.

სადილზე უნდა ჭამოთ ისეთი საჭმელი, რომელიც რთულ ნახშირწყლებს შეიცავს. მაგალითად, მაკარონი ბოსტნეულთან ერთად, წიწიბურა ქათმის ფილესთან ერთად, ინდაურის ხორცი, ჩაშუშული ბოსტნეული. სადილის მთავარი წესი: არავითარი შემწვარი პროდუქტები და ბევრი მარილი!

მსუბუქი საუზმე დღის მეორე ნახევარში 14:00-იდან 16:00-მდე.

ხილის სალათა ან მოხარშული კვერცხი პურთან და კარაქთან ერთად. თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელი და ლამაზი, არ დაივიწყოთ ზოგიერთი სასარგებლო ცხიმი.

არ დაგავიწყდეთ ჭამიდან 1 საათის შემდეგ წყლის დალევა.

ვახშმისთვის იდეალური დრო 17:30-დან 19:00-მდეა.

6 საათის შემდეგ ჭამის შეწყვეტა – მითია. პირიქით ეს აუცილებელიცაა. ამ დროს უნდა მიირთვათ საჭმელი, რომელიც ცილის დიდ რაოდენობას შეიცავს: თევზი, ხაჭო, ქათმის ან ინდაურის ხორცი ბოსტნეულის გარნირით.

ვახშმიდან 1 საათის შემდეგ ვარჯიშის საუკეთესო დროა: ბასეინი, ტრენაჟორები, სირბილი, ველოსიპედით სიარული.

ვარჯიშის შემდეგ მოიმზადეთ კოქტეილი: აურიეთ რძე, ბანანი, მარწყვი ან ალუბალი ერთმანეთს. უნდა დაიძინოთ 2-3 საათის შემდეგ.