როგორ უნდა ვაჭამოთ ბავშვს! 4 შეცდომა, რომელსაც მშობლების უმეტესობა უშვებს!


ყველა ბებიას სურვილია საყვარელ შვილიშვილს ბევრი გემრიელობა აჭამოს. მაგრამ ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა ბავშვი საერთოდ არ არის მშიერი.

თუ თქვენი შვილი ჯანმრთელი და ხალისიანია, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია. გაიგეთ ბავშვის ჭამის 4 შეცდომა, რომლის დაშვების შემთხვევაში მას სერიოზულ პრობლემას მიაყენებთ.

როგორ ვაჭამოთ ბავშვს?

1. ჭამა ნებისმიერ ფასად

ერთი წლის და უფრო დიდი ბავშვებისთვის კვება პირველ ადგილას არ დგას. ამ პერიოდში ისინი სწავლობენ ყველაფერს, რაც მათ გარშემოა და საკვებს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. უფროსები კი ცდილობენ ისინი მოატყუონ, უყვებიან ზღაპრებს, სათამაშოებს აჩვენებენ, აშინებენ პერსონაჟებით ან მისდევენ თეფშებითა და კოვზებით.

ბავშვი ნაჭამია, მაგრამ მას უვითარდება ჭამის კულტურისა და ჯანმრთელობის დარღვევა. ის ამ დროს ვერ ტკბება საკვების გემოთი. ეს კი თავის მხრივ მონელებას უშლის ხელს. თუ ბავშვს დროთა განმავლობაში მსგავსი ხერხებით აჭმევთ, მას მომნელებელი სისტემის პრობლემები შეექმნება.
სწორი კვებისთვის საჭიროა მადა, რომ ორგანიზმმა საკვები მიიღოს. თუ ბავშვი ჯანმრთელი და აქტიურია, ჭამა კი არ უნდა,ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მას არ შია. როცა ორგანიზმი მოსთხოვს ის ამას თვითონვე გეტყვით.

2. ბოლო ლუკმამდე

მშობლები ხშირად ითხოვენ, რომ ბავშვმა ყველაფერი შეჭამოს, რაც წინ უდევს. ეს მოთხოვნა ბავშვს მადას უფუჭებს. შემდეგ მას უვითარდება ზედმეტი საკვების მიღების ჩვევა. ის იწყებს ჭამას არა იმიტომ რომ შია, არამედ სიამოვნების მისაღებლად.
თუ ბავშვს მეტის ჭამა არ უნდა, არ დააძალოთ. მოძებნეთ ოქროს შუალედი, შემდეგ კი ნელ-ნელა გაუზარდეთ საჭმლის რაოდენობა.

3. საჭმელების მრავალფეროვნება

ხშირად ბავშვი მანიფაფას არ ჭამს, სამაგიეროდ „ლოყებს იხოკავს“ მაკარონზე. შემდეგ კი ყოველდღე მხოლოდ მაკარონის გაკეთებას გთხოვთ. დაკავებული დედები უფრო მეტ თავსატეხს იჩენენ და ასარჩევად რამდენიმე საჭმელს შესთავაზებენ ხოლმე. ბავშვს ეს კიდევ უფრო აბნევს. ეს მეტჯერ არ გააკეთოთ. თუ თქვენი შვილი მირთმეულ საკვებს არ ჭამს ესე იგი მას არ შია. დაელოდეთ სანამ მოშივდება.
4. ჭამის კულტურა სტუმრებთან

დიდები ბავშვების ჭამის ქცევას დიდ ყურადღებას ხშირად არ უთმობენ ხოლმე. მაგრამ როდესაც სტუმრები მოდიან, ისინი საყვედურობენ პატარებს იმის გამო, რაც ოჯახურ გარემოში ნორმალურად ითვლება ხოლმე.
ბავშვი იბნევა – არ იცის რა გააკეთოს და რა არა. თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი მაგიდასთან კულტურულად მოიქცეს, სწორი მაგალითი სახლშივე მიეცით.