როგორ უნდა მოვამზადოთ სკუმბრია 3 წუთში? ამისთვის შესაბოლი მოწყობილობა არ დაგჭირდებათ!


thumb

გემრიელი სკუმბრიის მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. ამისთვის კი არ დაგჭირდებათ სპეციალური შესაბოლი მოწყობილობა ან თხევადი ბოლის გამოყენება.

ამ თევზის გემო მაქსიმალურად ჰგავს შებოლილის გემოს. მისი მომზადება კი ისეთი მარტივია, რომ წარმოდგენაც კი არ გაქვთ.

ინგრედიენტები:

• 1 სკუმბრია

• 5 ს/კ მარილი

• 1 ლიტრი წყალი

• 1 მუჭა ხახვის კანი

მომზადება

1. ხახვის კანი ჩაყარეთ წყალში და შემოდგით ცეცხლზე. დაამატეთ მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე.

2. როცა ადუღდება, ჩააგდეთ თევზი და დაბალ ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში ხარშეთ.

3. სკუმბრია მარილწყლიდან ამოიღეთ, გააციეთ. თევზი შესაჭმელად მზადაა.

შეგიძლიათ ის მიირთვათ მოხარშულ კარტოფილთან. სეზონური ბოსტნეულის სალათასთან ერთად ან უბრალოდ დაუმატოთ მწვანილი.