როგორ უნდა დააღწიოთ თავი მანქანიდან, რომელიც იძირება-სასარგებლო რჩევები!


იმ მაქნანის შიგნით ყოფნა, რომელიც იძირება მართლაც საშინელებაა,მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათად ხდება, მაინც საჭიროა იცოდეთ როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს.


ყურადღებით გაეცანით რჩევებს:

1. პირველივე წამების დროს, გაიხსენით უსაფრთხოების ღვედი!

2. მანქანის კარიდან გადასვლა შესაძლებელია, სანამ წყლის დონე სავარძლამდე მიაღწევს.

3. თუ კარი გაიჭედა, უნდა გამოხვიდეთ ფანჯრიდან. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ საქარე მინის ჩამსხვრება, ეს ფუჭი დროის ხარჯვაა, კარის მინების ჩამსხვრება ბევრად უფრო მაარტივია.

4. გამოიყენეთ ბასრი საგნები, დაარტყით მინის შუაში. მაშინ, როდესაც წყალი აავსებს სალონს, ჩაისუნთქეთ და გამოდით მინიდან.

5. თუ მინის გატეხვა ვერ მოახერხეთ, მაინც არსებობს გადარჩენის იმედი. სცადეთ კარის გაღება როდესაც სალონი მთლიანად აივსება წყლით. სპეციალისტების თქმით კარის გაღება მარტივია, თუ გარე და შიდა წნევა თანაბარია.

6. მას შემდეგ, რაც მანქანიდან გამოაღწევთ, იცურეთ ჰაერის ბუშტების მიმართულებით, ასე ორიენტაცია მარტივია.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!