როგორ შევიღებოთ თმა ნატურალურად? ეს ინგრედიენტები ყველას გვაქვს!


ბევრი ადამიანი ყავის გემოთი ტკბება, მაგრამ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა მის კოსმეტიკურ უპირატესობებსაც.

აღმოჩნდა, რომ ყავის მეშვეობით თმის შეღებვაც შეგიძლიათ. უბრალოდ ქერებისთვის ეს მეთოდი არ გამოდგება.

შავგვრემანებს კი ყავის დახმარებით შეუძლიათ გაიღიავონ თავიანთი ნატურალური ფერის თმა.

ნატურალური საღებავი თმისთვის

ინგრედიენტები:

• 2 ს/კ კონიაკი

• 2 კვერცხის ცილა

• 2 ჩ/კ ყავის დაფქული მარცვლები

• 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი

• წყალი

ასე უნდა მოამზადოთ:

1. ჯამში კონიაკი, კვერცხის ცილა, ზეითუნის ზეთი და ყავის მარცვლები აურიეთ.

2. შემდეგ ცოტაოდენი წყალი დაუმატეთ და მიიღებთ სქელ მასას, რომლის კონსისტენცია არაჟანს გაგახსენებთ.

3. დაიბანეთ თავი შამპუნით. როცა თმა ცოტათი გაშრება, დაივარცხნეთ და შუაზე გაიყავით.

4. კოსმეტიკური ფუნჯის დახმარებით საღებავი თმაზე წაისვით.

5. დაიხურეთ პოლიეთილენის პარკი და შეიხვიეთ თმა თბილი შარფით.

6. საღებავი 20 წუთით გაიჩერეთ, თმა კვლავ შამპუნით დაიბანეთ.

თუ პირველ ჯერზე არ გამოგივიდათ, ეს პროცედურა შემდეგ დღეს გაიმეორეთ.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!