როგორ მოვუაროთ შინაურ ვარდს? მეთოდი, რომლითაც თქვენი ვარდი 15 წელს იცოცხლებს


c75315daa1b1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

პირველ რიგში ვარდს სახლში აკლიმატიზაციის საშუალება უნდა მივცეთ. 2 კვირა სხვა მცენარეებისგან განცალკევებით უნდა იყოს, რადგან თავიდან არ ვიცით რა მდგომარეობაშია ყვავილი, შესაძლოა რაიმე ავადმყოფობა სჭირდეს. ამ 2 კვირის განმავლობაში ვრწყავთ. ფოთლებზე წყალი ყოველდღიურად უნდა მივასხუროთ. 2 კვირის შემდეგ შეგვიძლია თავის ადგილას დავდოთ, ამისთვის უნდა შევარჩიოთ ყველაზე ნათელი სარკმელი (მზის სხივები პირდაპირ არ უნდა ეცემოდეს).

იმისთვის, რომ ვარდი ადვილად არ გახმეს ქვემოთ ნაჩვენებ ჭურჭელს ვავსებთ წყლით და ზემოდან ვდებთ ვარდის ქოთანს. წყალში უნდა ჩავდოთ ბოთლის საცობები და ზედ დავდგათ ქოთანი, ასე ის მუდმივად მიიღებს წყალს და ფესვები არ გახმება.

იმისთვის, რომ ფოთლები ლამაზად იშლებოდეს საჭიროა ღეროს და ფოლის ძირში გადავჭრათ, ასე ფოთოლი ზრდის მიმართულებას შეცვლის და ლამაზი ფორმით განვითარდება. ასევე, თუ შევამჩნევთ, რომ ვარდის კოკორი ხმება ის მაშინვე უნდა მოვწყვიტოთ, რომ მთლიანი მცენარე არ გახმეს.

ზამთარში ვარდი ოთახში 4-5 გრადუსზე უნდა გავაჩეროთ. გაზაფხულზე კი დათბობასთან ერთად ის ზრდას იწყებს, ამიტომ სხვა, უფრო დიდ საყვავილეში უნდა გადავრგოთ.

გადარგვის პროცესი შემდეგნაირად ხდება:

პირველ რიგში ახალ საყვავილეში დრენაჟს ვათავსებთ, შემდეგ ვაყრით მიწას და მცენარე ახალ ქოთანში გადაგვაქვს. მიწა ქოთნის კიდემდე არ უნდა გავავსოთ, ეს იმიტომ, რომ წყლის დასასხმელი ადგილი დარჩეს.

თუ ვარდზე ობობას ქსელს შენიშნავთ, აუცილებლად შეიძინეთ მისი საწინააღმდეგო საშუალება და კვირაში 3-4-ჯერ ინსტრუქციის მიხედვით პროცედურა ჩაუტარეთ.

ზოგ შემთხვევაში ვარდს ავადმყოფობა ემართება. რაც ფოთლებზე ნაცრისფერ ლაქებად ჩანს. ამიტომ მცენარე სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატით უნდა დამუშავდეს.

ვარდი მრავალწლოვანი მცენარეა და თუ კარგად მოუვლით 15 წლამდე იცოცხლებს.

loading...