როგორ მოვიშოროთ ღაბაბი ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით სწრაფად- ეფექტური მეთოდი


1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

ვისაც ღაბაბის მოშორება სურს, შესაძლოა, გასახდომი სავარჯიშოები დაეხმაროს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდება. ზოგჯერ, ამის მიზეზად გენეტიკაც სახელდება. ამ ვიდეოში ნახავთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, შეგიმცირდეთ ღაბაბის ზომა.

1) საღეჭი რეზინი – საღეჭი რეზინის ღეჭვა, თითქოსდა, ღაბაბის სავარჯიშოა, მარტივი და ძალიან გამოსადეგი. ამ დროს, სახისა და ღაბაბის კუნთები მუშაობს. კუნთები, რომლებიც ღეჭვის პროცესში მონაწილეობს, ასევე, მოქმედებს ღაბაბზეც. შეგიძლიათ, რამდენიმე საათის განმავლობაში ღეჭოთ საღეჭი რეზინი და შედეგს მალევე დაინახავთ. საღეჭი რეზინი ააქტიურებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და კბილების ჯანმრთელობას უწყობს ხელს. დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინი, თავიდან აიცილებთ კბილების გაფუჭებასა და ზედმეტ წონას.

2) გააკეთეთ ნიკაპის სავარჯიშოები – ღაბაბის მოსაშორებლად, ნიკაპის სავარჯიშოებიც ძალიან ეფექტურია. გააღეთ პირი და ენა გამოყავით გარეთ. ამ მდგომარეობაში იყავით მანამ სანამ ათამდე არ დაითვლით და სავარჯიშო გაიმეორეთ ათჯერ. მაშინვე იგრძნობთ ნიკაპისა და კისრის კუნთების დაჭიმულობას.

აწიეთ ნიკაპი და თავი მარჯვნივ შეატრიალეთ. ნიკაპი წინ გაწიეთ და თავი უკან იმდენად გადაწიეთ, რომ ჭერს შეხედოთ. გაიმეორეთ სამჯერ და იგივე გააკეთეთ მარცხენა მხარესაც.

სცადეთ გლიცერინის ნიღაბი – დაბერების საწინააღმდეგო კრემების უმრავლესობა შეიცავს გლიცერინს, იგი კანს ჭიმავს.

შეურიეთ ერთ სუფრის კოვზ გლიცერინს ნახევარი სუფრის კოვზი მარილი და რამდენიმე წვეთი პიტნის ზეთი. დაასველეთ სითხეში ბამბა და წაისვით ნიკაპისა და კისრის ტერიტორიაზე. გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

სწრაფი შედეგის მისაღებად, გლიცერინის ნიღაბი სახეზე კვირაში 5-ჯერ გაიკეთეთ.

კვერცხის ნიღაბი

კვერცხიც, გლიცერინის მსგავსად, კანს ჭიმავს. პროტეინები, რომლებსაც ის შეიცავს, კვებავს კანს და ხელს უწყობს მის ჯანმრთელობას.

კვერცხის ცილა მოათავსეთ თასში, დაუმატეთ მას რძე, ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და რამდენიმე წვეთი პიტნის ზეთი. ათქვიფეთ მიქსერით.

ნიღაბი თითებით წაისვით სახისა და კისრის მიდამოებში. სახე ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ამ ნიღბის ყოველდღიური გამოყენება სწრაფად შეამცირებს ღაბაბის ზომას.

გამოიყენეთ ნესვი

ნესვი დადებითად მოქმედებს კანის ჯანმრთელობაზე, ხილი ჭიმავს მას. ნესვში წყლის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და გეხმარებათ წონის კლებაში, რადგან მალე განაყრებთ.

მოამზადეთ ნესვის წვენი საწურის საშუალებით და ბამბით წაისვით ღაბაბსა და კისრის მიდამოებში. შეგიძლიათ, სითხეს ვაშლის წვენიც დაუმატოთ. ნიღაბი სახეზე 20 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ და, შემდეგ, ჩამოიბანეთ.

loading...